ბუნაკენის ეროვნული პარკი

ბუნაკენის ეროვნული პარკი

Taman Nasional Bunaken

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, სულავესი
უახლოესი ქალაქი მანადო
კოორდინატები 1°40′ ს. გ. 124°39′ ა. გ. / 1.667° ს. გ. 124.650° ა. გ. / -1.667; 124.650
ფართობი 890 კმ²
დაარსდა 1991
სტუმრობა 35 000[1] (2003-06)
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

ბუნაკენის ეროვნული პარკი (ინდონ. Taman Nasional Bunaken) — საზღვაო პარკი ინდონეზიაში, კუნძულ სულავესის ჩრდილოეთით. მდებარეობს მარჯნის სამკუთხედის ცენტრის სიახლოვეს. გავრცელებულია 390 სახეობის მარჯნის პოლიპი, ისევე როგორც მრავალი სახის თევზი, მოლუსკი, რეპტილია და ზღვის სხვა ძუძუმწოვარი. პარკი წარმოადგენს ინდონეზიის ტროპიკული წყლის ეკოსისტემას, მოიცავს ზღვის ბალახის ვაკეებს, მარჯნის რიფებსა და სანაპიროს ეკოსისტემებს.[2]

ეროვნულ პარკად გამოცხადდა 1991 წელს და პირველია ინდონეზიის საზღვაო პარკთა მზარდ სისტემას შორის. მთლიანი ფართობი 890,65 კმ²–ია, საიდანაც 97 % წყალია. პარკის დანარჩენი 3 % ხლემეთს უჭირავს, მათ შორისაა ხუთი კუნძული. სამხრეთი ნაწილი უკავია ტანჯუნგ–კელაპის სანაპიროს.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]