გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ათასწლეულის დეკლარაცია (ინგლ. United Nations Millennium Declaration) ― 2000 წლის 8 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, სამდღიან ათასწლეულის სამიტზე მიღებული 60 მიზანი მშვიდობის, განვითარების, გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებებისა და მშიერი აფრიკის შესახებ. 55/2 დეკლარაციას ათასწლეულის დეკლარაცია ეწოდება.[1] დეკლარაციას კიდევ ერთხელ გადახედეს 2005 წლის მსოფლიო სამიტზე.[2][3] დეკლარაცია 8 თავსა და 32 მუხლს მოიცავს.
ათასწლეულის დეკლარაცია მსოფლიო სამიტზე 189 ლიდერმა მიიღო. ის 8 თავისგან შედგება.