გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის პრეამბულა — გაეროს 1945 წლის ქარტიის დასაწყისი (პრეამბულა).
იან სმუტსმა სამხრეთ აფრიკიდან თავდაპირველად დაწერა პრეამბულის საწყისი სტრიქონები, როგორც: „უმაღლესმა ხელშემკვრელმა მხარეებმა გადაწყვიტეს თავიდან აიცილონ ძმათამკვლელი შუღლის განმეორება, რომელმაც ჩვენს თაობაში ორჯერ მოუტანა უთქმელი მწუხარება და დანაკარგი კაცობრიობას...“. რომელიც ერთა ლიგის პაქტის გახსნის სტრიქონების მსგავსი იქნებოდა. დიდი კამათის შემდეგ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა სან ფრანცისკოში, ვირჯინია გილდერსლივმა აშშ-დან წარმატებით შეცვალა და შეამცირა პრეამბულა, თუმცა სმუტსის ორიგინალური ტექსტის უმეტესი ნაწილი ხელახლა იქნა დაწერილი ტექსტის ბოლოს.[1][2]
საწყისი ფრაზა „ჩვენ, გაერთიანებული ერების ხალხები...“, რომელიც ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პრეამბულას, წამოაყენა ამერიკელმა კონგრესმენმა და კონფერენციის დელეგატმა სოლ ბლუმმა. პრეამბულის ფრაზა „უფრო დიდ თავისუფლებაში“ გახდა გაეროს რეფორმის კამპანიის სათაური მეშვიდე გენერალური მდივნის, კოფი ანანის მიერ იყო წამოწყებული.
პრეამბულაში ვკითხულობთ:[3]
ჩვენ, გაერთიანებული ერების ხალხებს გვსურს
- რომ გადავარჩინოთ მომავალი თაობები ომის ქარ-ცეცხლისგან, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში უკვე ორჯერ მოიტანა ენით აღუწერელი მწუხარება კაცობრიობას და
- აღვადგინოთ რწმენა ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებში, ადამიანის ღირსებაში და ადამიანის ღირებულებებში, ქალისა და კაცის, პატარა და დიდი სახელმწიფოების თანაბარ უფლებებში და
- რომ დავამყაროთ ისეთი პირობები, რომლის ქვეშაც სამართლიანობა ხელშეკრულებებისა და სხვა საერთაშორისო სამართლის წყაროებიდან გამომდინარე ვალდებულებების მეშვეობით იქნება შენარჩუნებული და
- რომ წავახალისოს სოციალური პროგრესი და უკეთესი ცხოვრების სტანდარტები უფრო დიდ თავისუფლებაში,
და ამ მიზნებისთვის
- ვიცხოვროთ ერთად და ტოლერანტულად მშვიდობაში, როგორც კარგმა მეზობლებმა და
- გავაერთიანოთ საკუთარი ძალები საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების შესანარჩუნებლად და
- უზრუნველვყოთ შეიარაღების ძალების გამოუყენებლობა, გარდა საერთო ინტერესის შემთხვევისა, პრინციპებისა და ინსტიტუციური მეთოდების აღიარებით და
- მივიღოთ საერთაშორისო მექანიზმები ყველა ხალხის ეკონომიკური და სოციალური წარმატების წასახალისებლად,
გადავწყვიტეთ, რომ ამ მიზნების მისაღწევად გააერთიანონ ძალისხმევა
შესაბამისად, ჩვენმა სახელმწიფოებმა, სან-ფრანცისკოში შეკრებილი წარმომადგენლების მეშვეობით, რომლებმაც გამოავლინეს თავიანთი სრული ძალაუფლება კეთილსინდისიერად და შეთანხმდნენ გაერთიანებული ერების ქარტიაზე და დაამყარეს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამიერიდან ცნობილი იქნება, როგორც გაერთიანებული ერები.
|