ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|განათლება ტაილანდში}} |
განათლება ტაილანდში ― განათლების სისტემა ტაილანდში. განათლებას აკონტროლებს მთავრობა განათლების სამინისტროს მეშვეობით. კონსტიტუცია გარანტირებს უფასო განათლების თხუთმეტ წელიწადს სკოლამდელიდან საშუალო განათლებამდე. ტაილანდში განათლება მოიცავს ცხრაწლიან "დაწყებით განათლებას" (ექვსი წელი დაწყებითი და სამწლიანი უმცროსი საშუალო სკოლა). საჯარო სკოლებში სწავლა უფასოა მეცხრე კლასამდე. მთავრობა უზრუნველყოფს დამატებით სამწლიან უფასო სკოლამდელ და სამწლიან უფასო უმაღლეს საშუალო განათლებას. არც ერთი არ არის სავალდებულო. ბავშვები ირიცხებიან დაწყებით სკოლაში ექვსი წლის ასაკიდან ექვსი წლის განმავლობაში. დაწყებითი კლასების გაკვეთილები დღეში სულ მცირე 7 საათია, ხოლო სწავლის მაქსიმალური დროა წელიწადში 1000 საათი. საშუალო განათლება იწყება 12 წლის ასაკში. იგი შედგება სამი წლის უმცროსი საშუალო და სამი წლის უმაღლესი საშუალო განათლებისაგან. სავალდებულო განათლება მთავრდება მეცზრე კლასში, რის შემდეგაც მოსწავლეებს შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა ფასიან საუნივერსიტეტო მოსამზადებელ პროგრამაში.ან პროფესიულ სასწავლებლებში [1]
ტაილანდში ლეგალურია საშინაო განათლება. კონსტიტუცია და განათლების კანონმდებლობა ცნობს ალტერნატიულ განათლებას და ცნობს ოჯახს, როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუტს. საშინაო განათლების დამარეგულირებელი კანონი, რომელიც მიღებულ იქნა 2004 წელს, ძირითადი კანონია საშინაო სწავლებისთვის - ოჯახი ვალდებულია შეიტანოს განაცხადი და მოხდება მოსწავლის ყოველწლიური შემოწმება. [2]
ფორმა სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის, საჯარო და კერძო სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. ფორმა სტანდარტულია და ძალიან მცირე ვარიაციები აქვს - ვაჟებისთვის თეთრი პერაბგი, შავი შარვალი და შავი ან ლურჯი ჰალსტუჰი, გოგონებისთვის თეთრი პერანგი და შავი კაბა მუხლებამდე.
ტამასატის უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია ტაილანდში, რომელმაც დაარღვია ფორმის ერთიანი სტანდარტი და სტუდენტებს არჩევანი მისცა. ჩულალონგკორნის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტმა ასევე გააუქმა სავალდებულო ფორმა 2018 წელს.
2010-2015 წლებში 13-დან 15 წლამდე მოსწავლეების მესამედმა დაამოწმა სკოლაში ან პროფესიულ სასწავლებაში ჩაგრვის ფაქტი. მათგან 29% ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა [3]. სკოლებში ძალადობა დღესაც პრობლემად რჩება.
პრობლემად მიიჩნევა სექსუალური განათლებაც. ტაილანდური სექსუალური განათლება ეყრდნობა ჰეტეროსექსუალობისა და პატრიარქატის ტრადიციულ ღირებულებებს. უსაფრთხო სექსზე საუბრის ნაცვლად პროგრამა მოსწავლეებს ურჩევთ თავი შეიკავონ ოჯახის შექმნამდე ტაილანდის ზოგიერთ სახელმძღვანელოში მასტურბაცია აღწერილია, როგორც დაავადება და შესაჩერებლად რეკომენდებულია წამლების მიღება. გენდერული ვარიაციის კლინიკის დირექტორი ჟირაფონ არუნაკონი ამბობს, რომ ტაილანდში სექსუალური განათლება ჩამორჩება ან უგულებელყოფს სამეცნიერო კვლევებს. დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციამ (ICD) 1990 წელს ჰომოსექსუალობა მოხსნა "დაავადების" კლასიფიკაციიდან და 2002 წელს ტაილანდის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ჰომოსექსუალობა არ არის ფსიქიკური დაავადება, რასაც სასკოლო პროგრამა უგულებელყოფს. პარიტ ჩივარაკი, განათლების აქტივისტი, აღნიშნავს, რომ მოსწავლეები კითხულობენ სექსუალური გაბათლების სახელმძღვანელოებს გამოცდების ჩასაბარებლად, მაგრამ. მათ სერიოზულად არ აღიქვამენ. "ყველამ ვიცით, რომ ტაილანდური სახელმძღვანელოები ... სექსისტურია ... არა მგონია, რომ დღევანდელი მოსწავლეები ჰომოსექსუალობას დევიანტურად აღიქვამენ... ბავშვები აღარ უჯერებენ ყველაფერს ასე ადვილად, საზელმძღვანელოების ასეთ მდგომარეობას ცუდი შედეგი მოჰყვება" ამბობს იგი [4].