გაიუს განიკუსი | |
---|---|
Gaius Gannicus | |
ეროვნება | გალი |
დაბადების თარიღი | ძვ.წ. II საუკუნე |
დაბადების ადგილი | გალია ან ცენტრალური ევროპა |
გარდაცვალების თარიღი | ძვ.წ. 71 |
გარდაცვალების ადგილი | ლუკანია |
ბრძოლები/ომები | სპარტაკის აჯანყება |
განიკუსი — გალი[1][2][3] გლადიატორი, ლენტულუს ბატიატუსის გლადიატორთა სკოლის წარმომადგენელი. ზოგიეთ წყაროში მოიხსენიება კელტად.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 73 წელს, სპარტაკთან, კრიკსთან, კასტუსსა და ენომაისთან ერთად გახდა სამხრეთ იტალიის მონათა აჯანყების ლიდერი. ძვ.წ. 71 წელს განიკუსი და კასტუსი გამოეყო სპარტაკს 12.000 აჯანყებულთან ერთად (ტიტუს ლივიუსზე დაყრდნობით 35.000),[4] რომელთა შორისაც დიდი რაოდენობით შედიოდნენ როგორც კელტები, ასევე გერმანელები.
მიუხედავად თავდაპირველი წარმატებისა, განიკუსი კასტუსტან და აჯანყებულებთან ერთად დაიღუპა რომის წინააღმდეგ გამართულ ლუკანიის ბრძოლაში, (სამხრეთ იტალია) [5][6] რომელსაც მეთაურობდა მარკუს ლიცინიუს კრასუსი.
სექსტ ფრონტინუსის გადმოცემით კასტუსი და განიკუსი იბრძოდნენ მარჯვენა ფლანგზე გმირულად და შეძლეს უამრავი რომაელი ქვეითის განადგურება, თუმცა მას შემდეგ რაც ბრძოლაში ჩაერთო რომაული კავალერია, მათ გაარღვიეს აჯანყებულთა წინააღმდეგობა და დაამარცხეს ისინი.