გაობაოხუ | |
---|---|
![]() ტბა გაობაოხუ | |
კოორდინატები: 32°50′ ჩ. გ. 119°20′ ა. გ. / 32.833° ჩ. გ. 119.333° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ანხოი ძიანსუ |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 5,7 მ |
სიგრძე | 39 კმ |
სიგანე | 30 კმ |
ფართობი | 674,7 კმ² |
საშუალო სიღრმე | 1,44 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 2,4 მ |
გაობაოხუ, გაოიუხუ[1] (ჩინ.: 高邮湖) — მტკნარწყლიანი ტბა ჩინეთში, ანხოისა და ძიანსუს პროვინციებში. გაწოლილია მდინარე ხუაიხეს სისტემაში, ხუაიხეს ვაკეზე,[2] ზღვის დონიდან 5,7 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 674,7 კმ².[3]
საშუალო სიღრმე 1,4 მ, მაქსიმალური სიღრმე 2,4 მ. წყალმარჩხი ტბაა. დაბალი ნაპირები აქვს, ბრტყელი. გაობაოხუს აღმოსავლეთი ნაპირების გასწვრივ გადის ჩინეთის დიდი არხი, რომელთანაც იგი დაკავშირებულია.[4]
მდინარე სანხე გაობაოხუს აკავშირებს ხუნძეხუს ტბასთან. ამჟამად გაობაოხუ მდინარე ხუაიხეს სისტემის ნაწილია. განვითარებულია ნაოსნობა, თევზჭერა. ტბის წყლები გამოიყენება სარწყავად.[4]