გასკოინი (ინგლ. Gascoyne) — ავსტრალიის შტატის, დასავლეთ ავსტრალიის რეგიონი. იგი მდებარეობს შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და მოიცავს ადგილობრივი მმართველობის ზონებს: ზემო გასკოინის საგრაფო, კარნარვონი, ექსმუთი და შარკის ყურე. გასკოინი ადგენს 600 კმ-იან საზღვაო ზოლს ინდოეთის ოკეანესთან, ხოლო 500 კმ-ს სახმელეთო ტერიტორიასთან. მისი ფართობია 137 938 კმ² (შეიცავს კუნძულებს). რეგიონი გამოირჩვა მცირე მოსახლეობითა და დაბალი სიმჭიდროვით. აქ ცხოვრობს 10 000 ადამიანი.
გასკოინში არის ზომიერი და ტროპიკული კლიმატი. ძირითადად, მთელი წლის განმავლობაში თბილა. ივლისის საშუალო ტემპერატურა 22 °C-ია, ხოლო იანვრის - 35 °C. რეგიონში 1 წლის განმავლობაში დაახლ. 320 მზიანი დღეა. ყოველწლიური ნალექი დაბალია, საშუალოდ 200 მმ.