გაჩუმება

გაჩუმება არის მხატვრული ხერხი, რომელიც მრავალწერტილით აღინიშნება და გამოხატავს დიდი ემოციის (აღფრთოვანების, მწუხარების, გაოცების...) გამო სათქმელის დაუმთავრებლობას. მაგალითად: "შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო, შენ ისე ღრმა ხარ...სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა..."(ანა კალანდაძე)