მართლმსაჯულება აღნიშნავს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ერთი მხრივ სახელმწიფო სასამართლოების ერთობლიობას, ხოლო მეორე მხრივ კი მართლწესრიგის განხორციელებას პირველის მეშვეობით. სახელმწიფო სასამართლოები, თავის მხრივ, სასამართლო პრაქტიკას, ან სხვა სახის იურისდიქციებს განახორციელებენ.
გარდა ეროვნული მართლმსაჯულებისა, არსებობს აგრეთვე ზეეროვნული სასამართლოების იურისდიქცია. თანამონაწილე სახელმწიფოები დელეგირებენ თავიანთი სასამართლო ძალაუფლების გარკვეულ ნაწილს ზესახელმწიფოებრივ ორგანიზაციაზე, რითაც ნებაყოფლობით თმობენ გარკვეულწილად თავიანთ სუვერენიტეტს.
ზეეროვნული სასამართლოების მაგალითია ევროკავშირის ევროპის უზენაესი სასამართლო, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან არსებული საერთაშორისო უზენაესი სასამართლო.
სამართლებრივი დავის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ, იმის მიხედვით, თუ რამდენად ფლობენ ისინი დავის საგანს (მაგალითად არა სისხლის სამართლის შემთხვევაში), დარეკონ საარბიტრაჟო სასამართლოში. სამართლებრივი დავის მონაწილე ორივე მხარეები ემორჩილებიან საარბიტრაჟო სასამართლოს, საარბირაჟო სასამართლოს შეუძლია დამავალდებულებელი გადაწყვეტილება მიიღოს. გადაწყვეტილების მომდევნო აღსრულება სახელმწიფოს კომპეტენციაში შედის.
საარბიტრაჟო სასამართლოს კომპეტენციის შეთანხმება ხშირად ვაჭრებს შორის დიდი და ზღვარგარდამავალი საქმეების დროს ხდება.