გილბერტის მთა (ჩუგაჩის მთები)

გილბერტის მთა
Mount Gilbert
გილბერტის მთის სამხრეთ ხედი
გილბერტის მთის სამხრეთ ხედი
კოორდინატები: 61°10′20″ ჩ. გ. 148°16′15″ დ. გ. / 61.17222° ჩ. გ. 148.27083° დ. გ. / 61.17222; -148.27083
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეული ალასკა
სიმაღლე 2 938[1] 
შეფარდებითი სიმაღლე 804[1] 
იზოლაცია 7,4[2] კმ
დაკავშირებული მთა განეტის მთა
ქედი ჩუგაჩის მთები
პირველი ასვლა 1962
გილბერტის მთა (ჩუგაჩის მთები) — ჩრდილოეთი ამერიკა
გილბერტის მთა (ჩუგაჩის მთები)

გილბერტის მთა (ინგლ. Mount Gilbert) — 2 938 სიმაღლის მყინვარული მწვერვალი ალასკაში, აშშ-ში. მდებარეობს ჩუგაჩის მთებში, ანკორიჯის აღმოსავლეთით 87 კმ-ში, ვიტიერის აღმოსავლეთით 51 კმ-ში, მურის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთით 9 კმ-ში, ჩუგაჩის ეროვნული ტყის ტერიტორიაზე.

მთას სახელი ულისეს შერმან გრანტმა და დენიელ ჰიგინსმა დაარქვეს 1908 წელს, გეოლოგ გროვ კარლ გილბერტის (1843-1918) საპატივსაცემოდ, რომელიც შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) წევრი და 1899 წლის ჰარიმანის ალასკის ექსპედიციის მონაწილე იყო[3]. მთის სახელწოდება ოფიციალურად შემოიღო BGN-მა, 1910 წელს.

მწვერვალზე პირველად 1962 წლის 29 მაისს ავიდნენ პოლ ბ. კრუსი, ჰანს მეცი, ჰელგა ბადინგი და ბობ ბელი.[4]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის თანახმად, გილბერტი მდებარეობს სუბარქტიკულ კლიმატურ ზონაში, შესაბამისად, მთის კლიმატი ხასიათდება გრძელი, ცივი და თოვლიანი ზამთრითა და გრილი ზაფხულით. ტემპერატურა −20 °C-მდე ვარდება, ქარიან ამინდში კი −30 °C-ს აღწევს. მთაზე ასასვლელად საუკეთესო პერიოდი მაისისა და ივნისის თვეებია.[5]

  1. 1.0 1.1 "Mount Gilbert, Alaska" Peakbagger.com. Retrieved 2019-06-07.
  2. Mount Gilbert, listsofjohn.com
  3. Mount Gilbert. გეოგრაფიული სახელწოდებების საინფორმაციო სისტემა, აშშ-ის გეოლოგიური სამსახური. ციტირების თარიღი: 2020-01-26.
  4. North America, United States, Alaska, Mount Gilbert, Chugach Range americanalpineclub.org
  5. Peel, M. C.; Finlayson, B. L.; McMahon, T. A. (2007). „Updated world map of the Köppen−Geiger climate classification“ (PDF). Hydrol. Earth Syst. Sci. 11 (5): 1633. Bibcode:2007HESS...11.1633P. doi:10.5194/hess-11-1633-2007. ISSN 1027-5606.