გილერმო სოლერი — შუა საუკუნეების მალიორკელი კარტოგრაფი. სოლერის პორტოლანი დათარიღებულია 1385 წლით და მოიცავს ვრცელს რეგიონს, ასახავს ჩრდილოეთ ევროპას და ჩრდილოეთ აფრიკას. რუკა ვითარდება ხმელთაშუა ზღვის ცენტრის ირგვლივ. მსგავსი ასახვა დამახასიათებელია მაშინდელი პორტოლანებისთვის. სოლერის რუკაზე იმდროინდელი ქალაქების და სავაჭრო მარშრუტების გარდა მნიშვნელოვანი ცნობებია დატანილი ქვეყნების და პროვინციების შესახებ. პორტოლანი საინტერესო ცნობებს გვაწვდის საქართველოს შესახებ. სოხუმის თავზე არის წითელ ფონზე გამოსახული ხელისგული, რომელიც დღეს დატანილია დე-ფაქტო აფხაზეთის დროშაზე და აგრეთვე მიჩნეულია აბაზების ეთნიკური ჯგუფის სიმბოლოდ. სინამდვილეში ეს არის უძველესი ქართული სიმბოლო და შემორჩენილია სტელებსა და სხვა ეპიგრაფიკულ ძეგლებზე. პორტოლანზე აღნიშნულია შემდეგი ტოპონიმები:Hipotamo (ცხენისწყალი), Negapotamo (ენგური); Corebendia (აგუბედია); Tamasa (ტამიში); Goto (კოდორი); Cica (დრანდა); Sauastopoli (სოხუმი); Flum. nicola (ანაკოფიისწყალი); Cavo de Bux (ბზების ნავსადგური/ბზიფი); Pezonda (ბიჭვინთა); Giro (ბიჭვინთის კონცხი); Santa Sofia (თანამედროვე ახალაძე); Cacari (გაგრა); Sichia (ჯიხა/ციხე,ადლერთან); Costo (ხოსტა); Abazachia (აბასკის ნავსადგური); Porto de Susacho (ანუ წუნწუხი, ლამიანი სანაპიროს ნავსადგური – თანამედროვე ტუაფსე).