|
გიორგი — საკუთარი სახელი, რომელიც მომდინარეობს ბერძნული სახელიდან გეორგიოს (Γεώργιος), რომელიც თავის მხრივ წარმოებულია ბერძნული სიტყვისგან გეორგოს (Γεωργός), „მიწათმოქმედი“.[1] სიტყვა Γεωργος ნაერთი სიტყვაა, წარმოებული სიტყვებისგან გე (Γῆ), „მიწა“, და ერგონ (ἔργον), „ვმუშაობ“. იგი მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული, ხოლო საქართველოში, სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, ყველაზე გავრცელებული სახელია, რომელსაც ატარებს 151 239 ადამიანი.[2]