![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი აბურჯანია | ||
დაბადების თარიღი | 2 იანვარი, 1995 | ||
დაბადების ადგილი |
თბილისი, ![]() | ||
სიმაღლე | 187 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ავს | ||
ნომერი | 8 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
მეტალურგი-2 რუსთავი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2010–2012 | მეტალურგი რუსთავი | 3 | (0) |
2012–2014 | დილა გორი | 17 | (1) |
2014 | ლოკომოტივი თბილისი | 9 | (5) |
2014–2016 | ანორთოსისი ფამაგუსტა | 42 | (2) |
2016 | ხიმნასტიკი ტარაგონა | 16 | (2) |
2016–2020 | სევილია ატლეტიკო | 35 | (0) |
2018–2019 | → ლუგო | 27 | (1) |
2019–2020 | → ტვენტე | 19 | (2) |
2020–2021 | რეალ ოვიედო | 2 | (0) |
2021– | → კარტახენა | 13 | (1) |
2021–2023 | ჟილ ვისენტე | 53 | (2) |
2023–2024 | ჰათაისპორი | 20 | (0) |
2024– | ავს | 9 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2011–2012 | საქართველო 17-წლ. | 7 | (0) |
2012–2014 | საქართველო 19-წლ. | 8 | (2) |
2015– | საქართველო 21-წლ. | 6 | (0) |
2016– | საქართველო | 39 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 30 მარტი, 2025 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 8 სექტემბერი, 2023 |
გიორგი აბურჯანია (დ. 2 იანვარი, 1995, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი, პორტუგალიური ავეშის ავს-ს და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.[1][2][3]
აბურჯანია თამაშობდა „სევილიას“ მეორე გუნდში, „ლუგოსა“ და „ხიმნასტიკში“. მანამდე კი რუსთავის „მეტალურგის“, გორის „დილას“, თბილისის „ლოკომოტივის“, კვიპროსული „ანორთოსისისა“ და ჰოლანდიური „ტვენტეს“ ღირსებას იცავდა.
2021 წლის იანვრის ბოლოს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „კარტახენაში“ „ოვიედოდან“ გადავიდა, სადაც სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა.[4]
აბურჯანია საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი იყო. ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში პირველად 2016 წლის 29 მარტს, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი თბილისში, დინამო არენაზე გაიმართა და ფრედ, ანგარიშით 1–1 დასრულდა.[5]
პირველი ბურთი ნაკრების მაისურით 2021 წლის 2 ივნისს, რუმინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა. მატჩი პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე გაიმართა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა.[6]
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო![]() |
2016 | 3 | 0 |
2017 | 3 | 0 | |
2018 | 6 | 0 | |
2019 | 4 | 0 | |
2020 | 3 | 0 | |
2021 | 10 | 1 | |
2022 | 7 | 0 | |
2023 | 3 | 0 | |
ჯამში | 39 | 1 |
თემატური საიტები |
---|
AFS · BDFutbol · EU-Football.info · FBref.com · National Football Teams.com · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA.com |
მედია |
---|
Lelo.ge |