პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი პაპუნაშვილი | ||
დაბადების თარიღი | 2 სექტემბერი, 1995 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | კაპაზი | ||
ნომერი | 25 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2004–2012 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2012–2013 | დინამო–2 თბილისი | 5 | (0) |
2014–2017 | დინამო თბილისი | 64 | (26) |
2015–2016 | → ვერდერი II | 20 | (2) |
2017– | რეალ სარაგოსა | 51 | (9) |
2020 | → რასინგ სანტანდერი | 4 | (0) |
2021–2022 | აპოლონი ლიმასოლი | 8 | (0) |
2022 | ტორპედო ქუთაისი | 15 | (0) |
2022–2023 | რადნიჩკი ნიში | 3 | (0) |
2023 | სამტრედია | 15 | (0) |
2023 | თელავი | 1 | (0) |
2023– | კაპაზი | 17 | (5) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2011–2012 | საქართველო 17-წლ. | 10 | (2) |
2012–2014 | საქართველო 19-წლ. | 5 | (3) |
2014–2016 | საქართველო 21-წლ. | 6 | (2) |
2014– | საქართველო | 17 | (3) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 4 აპრილი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 1 მაისი, 2023 |
გიორგი პაპუნაშვილი (დ. 2 სექტემბერი, 1995, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „კაპაზის“ ნახევარმცველი.
გიორგი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. საკლუბო დონეზე იგი „დინამოს“ მეორე გუნდში გამოჩნდა. 2013 წელს მალხაზ ჟვანიას, „დინამოს“ მთავარ გუნდში გადაყავს, სადაც მიმდინარე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში 3 გოლის გატანას ახერხებს. პირველად „დინამოს“ შემადგენლობაში იმავე წლის 30 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში „ცხინვალის“ წინააღმდეგ გამოდის მოედანზე. შეხვედრას მიხეილ მესხის სტადიონი მასპინძლობს და მას 200 ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივარი ესწრება. „დინამოელები“ თამაშს ასეთი შემადგენლობით იწყებენ: ლორია, სეთურიძე, კვირკველია, კვარაცხელია, გლიშიჩი, გველესიანი, გოგა, ძარია, პაპავა, მუნიოსი და ვუო. პაპუნაშვილი მატჩის 83-ე წუთზე, დარკო გლიშიჩის ნაცვლად ერთვება თამაშში. დაპირისპირება „დინამოელთა“ გამარჯვებით, ანგარიშით 4–0 მთავრდება.[1]
მთავარ გუნდში გატარებული ნახევარი სეზონის შემდეგ გიორგი საფეხბურთო კარიერაში თავის პირველ ტიტულს იგებს, როდესაც გუნდთან ერთად ქვეყნის ეროვნული პირველობის გამარჯვებული ხდება.[2] ასევე ითამაშა საქართველოს თასის ფინალურ მატჩში, სადაც „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურა“ დაამარცხა (2–1).[3]
2017 წლის ივნისში, ოთხწლიან კონტრაქტს აფორმებს „რეალ სარაგოსასთან“.[4][5][6] პირველად ახალი კლუბის რიგებში იმავე წლის 28 აგვისტოს „გრანადას“ წინააღმდეგ გამოდის მოედანზე.[7]
იგი იყო 17 წლამდელთა ნაკრების იმ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი, რომელმაც შეძლო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. 2012 წლის 28 მარტს, ინგლისელი თანატოლების წინააღმდეგ სწორედ გიორგიმ შეძლო ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლის გატანა (1–0).[8] ნახევარფინალში ნიდერლანდელ თანატოლებთან დამარცხდნენ, ის მატჩი ქართველებმა 80 წუთი 10 კაცით ჩაატარეს.[9] ამის შემდეგ 18 წლის ასაკში 19 წლამდელთა ნაკრებთან ერთად შეძლო ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გასვლა.
2014 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს. პირველად ნაკრების მაისურით 2014 წლის 3 ივნისს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოდის მინდორზე.[10]
|