გიორგი ცინცაძე | |
---|---|
![]() | |
გამთამაშებელი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
7 თებერვალი, 1986 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი |
ეროვნება | ქართველი |
სიმაღლე | 192 სმ |
წონა | 90 კგ |
კარიერის ისტორია | |
2001–2002 | აკადემია თბილისი |
2002–2003 | ბასკო ბათუმი |
2003–2004 | ცსკა მოსკოვი |
2004–2005 | სამარა |
2005 | ურალ გრეიტი |
2005–2006 | დინამო მოსკოვი |
2006–2009 | ტარტუ როკი |
2009 | ტრიკალა |
2009–2010 | დონეცკი |
2010 | ტრეფლი სოპოტი |
2010–2011 | ტარტუ როკი |
2011–2012 | ოლიმპი თბილისი |
2012–2013 | ბუდიველნიკი კიევი |
2013–2014 | დონეცკი |
2014 | შამპვილი |
2014 | სკოპიე |
2014–2015 | შსს აკადემია |
2015 | გრაველინ-დიუნკერკი |
2016 | რუენი |
2016–2017 | ქუთაისი 2010 |
2017–2018 | პოლიტექნიკა იასი |
2018-2020 | ალ-შამალი |
2020 | დინამო თბილისი |
2020–2021 | ბანიიასი აბუ-დაბი |
2021–2024 | თსუ თბილისი |
გიორგი ცინცაძე (დ. 7 თებერვალი, 1986, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი კალათბურთელი. 2011, 2013, 2015, 2017, 2022 წლების ევრობასკეტისა და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
გიორგი ცინცაძე 20 წელი იცავდა საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ღირსებას და გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია. მან საქართველოს ნაკრების მაისურით 217 მატჩი ჩაატარა.[1]
პირველი სანაკრებო მატჩი ქართველმა კალათბურთელმა 2004 წელს, ფინეთის ეროვნული ნაკრების, ხოლო ბოლო შეხვედრა 2024 წელს, სერბეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა.[2] ამ პერიოდის განმავლობაში, გიორგი ცინცაძემ საქართველოს ნაკრებს არაერთი გამარჯვება მოუტანა.[3]
სხვადასხვა დროს იყო რუსეთის ჩემპიონი (2004), ულების თასის მფლობელი (2006), ესტონეთის ორგზის ჩემპიონი (2007, 2008), ევროჩელენჯის ოთხთა ფინალის მონაწილე (2008), ბალტიის ლიგის „ოლ სტარის“ მონაწილე (2008), ესტონეთის პირველობის საუკეთესო კალათბურთელი (2009), ესტონეთის თასის მფლობელი (2011), ბალტიის თასის გამარჯვებული (2011), უკრაინის ჩემპიონი (2013), საქართველოს ჩემპიონი (2016) და საქართველოს თასის მფლობელი (2017).[4]
მედია |
---|
1tv.ge · Leadersport დაარქივებული 2024-04-01 საიტზე Wayback Machine. · Lelo.ge · Primetime.ge · Sportall.ge |