გიულიუსტანის მავზოლეუმი აზერ. Gülüstan | |
---|---|
![]() გიულიუსტანის მავზოლეუმი | |
მდებარეობა |
ჯულფის რაიონი, ![]() |
გიულიუსტანის მავზოლეუმი (აზერ. Gülüstan) — მავზოლეუმი აზერბაიჯანში, ჯულფის რაიონის სოფელ გიულიუსტანში. მავზოლეუმი განლაგებულია მწვანე მდელოზე,[1] უშუალოდ მდინარე არაქსის ნაპირზე.[2]
მავზოლეუმი წარმოადგენს თორმეტწახნაგოვან კოშკს, რომელიც აღმართულია ძლიერ პოსტამენტზე. გეგმაში კოშკი ოთხკუთხედია, ორ-ორი ბრტყელი კუთხის ჩამოჭრით მეორე იარუსში იგი გადადის თორმეტკუთხედში. ძლიერად განვითარებული კარნიზი ასრულებს პოსტამენტს. კარნიზის თავს ხურავს გუმბათი. რთული ორნამენტები ფარავენ ზედა მოცულობის სივრცეს. გადახურვა არ შენარჩუნდა. კ.მ. მამედ-ზადეს სიტყვებით, ამ ნაგებობას აშკარად ეტყობა მუსულმანი ხუროთმოძღვრის აჯემი ნახჩივანელის ხელი.
სავარაუდოდ ეს ძეგლი მიეკუთვნება XII საუკუნის ბოლოს ან XIII საუკუნის დასაწყისს.