სოფელი | |
---|---|
გიუნდოღანი | |
ქვეყანა |
![]() |
პროვინცია | რიზეს პროვინცია |
რაიონი | არდეშენის რაიონი |
კოორდინატები | 41°10′26″ ჩ. გ. 41°05′06″ ა. გ. / 41.17389° ჩ. გ. 41.08500° ა. გ. |
ადრეული სახელები | იოვანვათი |
საფოსტო ინდექსი | 53400 |
გიუნდოღანი (თურქ. Gündoğan) — სოფელი არდეშენის რაიონში, რიზეს პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რიზედან 60 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ არდეშენიდან 14 კილომეტრში.[1] 2022 წლის მონაცემებით სოფელში 178 ადამიანი ცხოვრობს.[2]
სოფლის სახელი, 1681 წლით დათარიღებულ ავარიზის დოკუმენტებში მოიხსენიება როგორც იოვანვატი, რაც ლაზურად ნიშნავს „იოვანის ადგილს“, ხოლო 1842 წლით დათარიღებულ ფრანგულ წყაროში და 1916 წლით დათარიღებულ თურქულ წყაროში - როგორც მუთაფი. ლაზურად მტ'ა-მტ'კა ნიშნავს „ტყეს“, ტ'აფონი კი - „ორმოს“. მტ'ა-ფონი ნიშნავს „ტყიან ორმოს“. მე-19 საუკუნეში სოფელში არსებობდა ნიკოლა სახელის უბანი.[3] სოფლის მოსახლეობა დღესაც იყენებს მუტტაფის სახელს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სოფელში არის ეთნოგრაფიული მუზეუმი სახელწოდებით ბაბუაჩემის სახლი. დაარსების პერიოდში მუზეუმის კოლექციაში მხოლოდ დურგალ ფაიკ კულეჯის ნივთები იყო გამოფენილი, მაგრამ 15 წლის განმავლობაში კოლექციას დაემატა ადგილობრივი ხის ნაწარმი, სპილენძის ჭურჭელი, იარაღი, კანაფის ძაფის დაზგა და გალიპოლის ბრძოლის ისტორიული ნაშთები. 250 წლის ისტორიულ ლაზურ სახლში მდებარე მუზეუმს ამჟამად ფაიკ კულეჯის შვილიშვილი მართავს.[4][5]