ბარონესა კინოკი (ჰოლიჰედელი) | |
---|---|
ოფიციალური პორტრეტი, 2009 წელი | |
დაბადების თარიღი |
გლენის ელიზაბეთ პერი, 1944 წლის 7 ივლისი, როუდი, ჩრდილოამპტონშაირი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი |
2023 წლის 3 დეკემბერი (79 წლის), ლონდონი, ინგლისი |
ალმა-მატერი | კარდიფის უნივერსიტეტი |
პარტია | ლეიბორისტული პარტია |
მეუღლე(ები) | ნეილ კინოკი (დაქორწინდა 1967 წელს) |
შვილ(ებ)ი | 2, მათ შორის, სტივენი |
გლენის ელიზაბეთ კინოკი, ჰოლიჰედელი ბარონესა კინოკი (დაბადების სახელი - პერი; 1944 წლის 7 ივლისი – 2023 წლის 3 დეკემბერი) იყო ბრიტანელი პოლიტიკოსი და მასწავლებელი, რომელიც 2009 წლის ივნისიდან იმავე წლის ოქტომბრამდე იკავებდა ევროპაში სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2009-დან 2010 წლამდე - აფრიკასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებს. ლეიბორისტული პარტიის სახელით, იგი წინა პერიოდებში იყო უელსში, ხოლო შემდეგ, 1994 წლიდან 2009 წლამდე სამხრეთ უელსის აღმოსავლეთში - ევროპის პარლამენტის წევრი.
გლენის ელიზაბეთ პერი დაიბადა როუდში, ჩრდილოამპტონშაირში და მან განათლება მიიღო ჰოლიჰედის მრავალპროფილიან სკოლაში, ანგლსში. პერიმ 1965 წელს დაამთავრა კოლეჯის უნივერსიტეტი, კარდიფში, განათლებისა და ისტორიის მიმართულებით.[1] პერი მუშაობდა მურლენდის დაწყებით სკოლაში, სპლოტში, 1966 წელს. ის შეხვდა ნეილ კინოკს უნივერსიტეტში და იქორწინა მასთან 1967 წელს.[2]
კინოკი წარმოადგენდა უელსს ევროპის პარლამენტში 1994-დან 2009 წლამდე, სადაც იგი გაწევრიანებული იყო ევროპელი სოციალისტების პარტიის პოლიტიკური ჯგუფში.[3] ის იყო ევროპის პარლამენტის განვითარებისა და თანამშრომლობის კომიტეტის წევრი[4] და მოქალაქეების თავისუფლებისა და უფლებათა, სამართლისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის წევრის შემცვლელი.[5] იგი იყო აფრიკის, კარიბისა და წყნარი ოკეანე-ევროკავშირის ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი 2002-დან 2009 წლამდე და საერთაშორისო განვითარების მიმართულებით ლეიბორისტების სპიკერი ევროპის პარლამენტში. 2006 წლის ნოემბერში, კინოკი გააკრიტიკეს "მოგზაურობის გამო" ბარბადოსში, რათა განეხილათ სიღარიბის საკითხები.[6] კინოკი თავმჯდომარეობდა მე-12 აფრიკა-კარიბი-წყნარი ოკეანე-ევროკავშირის ერთობლივ საპარლმანეტო ასამბლეას.[7]
2009 წელს კაბინეტის შემადგენლობის ცვლილების შემდეგ, კინოკი დაინიშნა ევროპის მინისტრად მას შემდეგ, რაც ქეროლაინ ფლინტი გადადგა თანამდებობიდან. იმისთვის, რათა გაწევრიანებულიყო მთავრობაში, იგი დაჯილდოვდა მუქმივმოქმედი პერის წოდებით და გახდა ჰოლიჰედის ბარონესა კინოკი, 2009 წლის 30 ივნისს ინის მონის ოლქში.[8] კინოკი გაეცნო ლორდთა პალატას იმავე დღეს.[9]
2009 წელს, სანამ ის იყო ევროპის მინისტრი, უელსური ენის სტატუსი გაუმჯობესდა იმისთვის, რომ გათანაბრებოდა სხვა რამდენიმე ევროპული უმცირესობის ენას, როგორიცაა კატალანური ენა. თარგმნის მომსახურების ღირებულება შესაბამისობაში უნდა მოსულიყო უელსურ ასამბლეისა და უელსური ენის საბჭოს მოთხოვნებთან. კინოკმა დააკომენტარა: "ის აჩვენებს მის უნიკალურობასა და განსხვავებულ კულტურულ მემკვიდრეობას".[10]
2009-დან 2010 წლამდე, კინოკი მსახურობდა აფრიკისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინისტრად, იკავებდა რა მიტოვებული ვაკანსიის პოსტს, ლორდ მალოქ-ბრაუნის გადადგომის შემდგომ.[11] იგი იყო ოპოზიციის სპიკერი ლორდთა პალატაში, კერძოდ, საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტში.[12] კინოკი გადადგა ლორდთა პალატიდან 2021 წლის აპრილში.[13]
იგი იყო ნეილ კინოკის მეუღლე, რომელიც, თავის მხრივ, ლიდერობას უწევდა ლეიბორისტულ პარტიას 1983-დან 1992 წლამდე. მათ ჰყავდათ ორი შვილი, მათ შორის, სტივენი.[14] როდესაც 2005 წელს მის ქმარს მიენიჭა მუდმივმოქმედი პერის წოდება, ბარონესა კინოკს უბოძეს ქალბატონი კინოკის ტიტული, რომლითაც არასდროს უსარგებლია. კინოკი ბავშვობიდან უელსურ ენაზე საუბრობდა.
2017 წელს კინოკს დაუსვეს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი.[15] მისი მეუღლე საუბრობდა დაავადების შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე და მხარს უჭერდა მას.[16] იგი გარდაიცვალა დაავადების გართულებებისგან 79 წლის ასაკში ლონდონში, საკუთარ სახლში, 2023 წლის 3 დეკემბერს.[17]