გრინვილის შეთანხმება

გრინვილის შეთანხმება
ხელშეკრულება ვაიანდოტებთან და ა.შ.

გრინვილის შეთანხმების პირველი გვერდი.
ხელი მოეწერა 3 აგვისტო, 1795.
ადგილი გრინვილი, ოჰაიო.
ბეჭედი 22 დეკემბერი, 1795.
მხარეები აშშ-ის დროშა აშშ
ვაიანდოტი
დელავარი
შავანე
ოტავა
ჩიპავება
პატავატიმი
მაიამი
ეელ რივერსი
უესი
კიკაპუ
პიანკეშაუ
კასკასკია
რატიფიკაცია 22 დეკემბერი, 1795.
ენა ინგლისური

გრინვილის შეთანხმება1795 წლის ხელშეკრულება, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა „მშვიდობის ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინდიელების ტომებს შორის, რომლებსაც უწოდებდნენ ვაიანდოტებს, დელავარებს, შავანებს, ოტავაებს, ჩიპევაებს, პატავატიმაებს, მაიამებს, ეელ რივერებს, უესს, კიკაპუებს, პიანკეშაუებს და კასკასკიაებს“. ხელშეკრულება დაიდო შეერთებულ შტატებსა და ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიის მკვიდრ ერებს შორის, ვაიანდოტისა და დელავერის ხალხების ჩათვლით, რომლებმაც ხელახლა გაავლეს საზღვრები ძირძველი ხალხის მიწებსა და იმ ტერიტორიებს შორის, რომლებიც ევროპულ-ამერიკული საზოგადოების დასახლებისთვის იყო განკუთვნილი.

ხელშეკრულება გააფორმეს ფორტ გრინვილში,[1] დღევანდელ გრინვილში, ოჰაიო, 1795 წლის 3 აგვისტოს, 1794 წლის აგვისტოში მომხდარი დაცემული ხე-ტყის ბრძოლიდან 1 წლის შემდეგ, ამ ბრძოლაში ადგილობრივი ამერიკელები დამარცხდნენ. ამ შეთანხმებამ დაასრულა ჩრდილო-დასავლეთის ინდიელების ომი 1785-1795 წწ. ოჰაიოს ოლქში, ძველი ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიაზე(1787-1803) და დაწესდა ინდიელების ქვეყნის ახალი საზღვრები, რომელსაც ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიაზე, ოჰაიოს ოლქში დარჩენილი მიწები შეადგენდა. მას შემდეგ რაც ინდიელებმა მიწები დათმეს, დაიწყეს საქონლის, რესურსების და საკვების ყოველწლიური გადახდა. ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენდნენ ადილობრივი ამერიკული ტომების კოალიცია, რომელიც ცნობილია როგორც დასავლეთის კონფედერაცია და შეერთებული შტატების მთავრობა, რომელსაც შეერთებული შტატების არმიის ახალი გენერალი ენტონი უეინი (1745-1796 წწ.) და ადგილობრივი მესაზღვრეები წარმოადგენდნენ.

გრინვილის შეთანხმება გახდა აღმოსავლეთის შტატებში საზღვრებისთვის ბრძოლის დასრულების სინონიმი, ძველი ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელიც მომავალში უნდა გამხდარიყო ოჰაიოს ახალი შტატი, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მომავალში ჩამოყალიბდებოდა ფედერალური ტერიტორიები, დიდი ტბების შემოგარენიდან მდინარე მისისიპიმდე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. for Nathanael Greene, a Major General in the American Revolutionary War (1775-1783)