დავით-ბეგი (სომხ. Դավիթ Բեկ; გ. 1728) — ირანელ და თურქ დამპყრობთა წინააღმდეგ სომეხი ხალხის განმათავისეფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი წინამძღოლი.
ერთ-ერთი სომხური წყაროს მიხედვით, დავით-ბეგმა მთელი სიცოცხლე გაატარა საქართველოში, სადაც „მოიპოვა დიდება, პატივი და მხედართმთავრის სახელი". უზბაშად (ასისთავი) მსახურობდა ქართული ჯარის იმ ნაწილში, რომელსაც ბაქარ ბატონიშვილი სარდლობდა. XVIII საუკუნის 20-იან წლებში აღმოსავლეთი სომხეთის მოსახლეობა ირანელთა წინააღმდეგ აღდგა. აჯანყებულებმა დახმარება სთხოვეს ქართლის სამეფო კარს. ბაქარ ვახტანგის ძემ დავით-ბეგი სომხეთში გაგზავნა. 1724-1725 წლებში ღაფანელმა სომხებმა დავით-ბეგის მეთაურობით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს თურქებზე, რამაც ხელი შეუწყო სომეხი ხალხის განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას. დავით-ბეგი თურქების წინააღმდეგ ბრძოლისას დაიღუპა.