![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დავით ვოლკოვი | ||
დაბადების თარიღი | 3 ივნისი, 1995 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2012–2013 | გაგრა | 23 | (10) |
2013–2016 | დინამო თბ. | 4 | (0) |
2013–2015 | → დინამო-2 თბ. | 23 | (7) |
2016 | → ჩიხურა | 8 | (4) |
2016 | → სიონი | 14 | (6) |
2017 | ზემუნი | 1 | (1) |
2017–2019 | საბურთალო | 40 | (16) |
2019 | გაბალა | 27 | (7) |
2020–2022 | ზირა | 58 | (20) |
2022– | საბაჰი | 56 | (16) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2021– | საქართველო | 4 | (1) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 20 მარტი, 2021 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 6 თებერვალი, 2023 |
დავით ვოლკოვი (დ. 3 ივნისი, 1995, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. საქართველოს ჩემპიონი „საბურთალოს“ შემადგენლობაში (2018). საქართველოს თასისა (2014–2015) და საქართველოს სუპერთასის (2015) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 2022 წლის ივნისიდან იცავს აზერბაიჯანის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ „საბაჰის“ ღირსებას.[1] 2021 წლიდან არის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი.
2012–2013 წლებში თამაშობდა „გაგრაში“, სადაც 23 შეხვედრაში 10 ბურთი გაიტანა. 2013–2016 წლებში თბილისის „დინამოში“ ასპარეზობდა, საიდანაც იჯარით ჯერ „დინამოს“ მეორე გუნდის შემადგენლობაში, ხოლო შემდეგ საჩხერის „ჩიხურაში“ და ბოლნისის „სიონშიც“ გამოდიოდა. 2015 წელს „დინამოს“ შემადგენლობაში საქართველოს თასი და საქართველოს სუპერთასი მოიპოვა.
2017 წელს სერბეთის „ზემუნში“ გადაინაცვლა, სადაც ტრავმის გამო მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.[2]
2017 წლიდან 2019 წლამდე „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც ეროვნული ლიგის 40 მატჩი ითამაშა და 16 ბურთი გაიტანა. 2018 წელს გუნდთან ერთად პირველად დაეუფლა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს.
2019 წელს აზერბაიჯანის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ „გაბალაში“ თამაშობდა, სადაც 27 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გოლი შეაგდო.[3][4][5]
2020–2022 გამოდიოდა აზერბაიჯანის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ „ზირაში“.[6][7]
№ | კლუბი | ქვეყანა | წლები | წყარო |
---|---|---|---|---|
1 | გაგრა | ![]() |
2012–2013 | |
2 | დინამო თბილისი | ![]() |
2013–2016 | [8] |
3 | დინამო თბილისი 2 | ![]() |
2013–2015 | [9] |
4 | ჩიხურა საჩხერე | ![]() |
2016 | [10] |
5 | სიონი ბოლნისი | ![]() |
2016 | [11] |
6 | ზემუნი | ![]() |
2017 | |
7 | საბურთალო | ![]() |
2017–2019 | [12][13][14] |
8 | გაბალა | ![]() |
2019 | |
9 | ზირა | ![]() |
2020–2022 | |
10 | საბაჰი | ![]() |
2022– |
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში გამოიძახეს 2021 წლის 8 ნოემბერს. დებიუტი შედგა 11 ნოემბერს, შვედეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ.[15] 70-ე წუთზე, თორნიკე ოქრიაშვილის ნაცვლად, მოედანზე დავით ვოლკოვი გამოჩნდა, რომელმაც დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, ითამაშა ყველა მაღალ ბურთზე.[16] შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დამთავრდა ანგარიშით 2–0.[17] 15 ნოემბერს უზბეკეთის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში დავით ვოლკოვმა საქართველოს ნაკრების რიგებში მეორე თამაში ჩაატარა და პირველი გოლი გაიტანა. საქართველომ ანგარიშით 1–0 გაიმარჯვა.[18]
|access-date=
-ში (დახმარება)
|access-date=
-ში (დახმარება)
|access-date=
და |date=
-ში (დახმარება)
|access-date=
-ში (დახმარება)