დანგრაიუმი | |
---|---|
კოორდინატები: 31°00′ ჩ. გ. 86°34′ ა. გ. / 31.000° ჩ. გ. 86.567° ა. გ. | |
მდებარეობა | ჩინეთი |
ტერიტორიული ერთეული | ტიბეტის ავტონომიური რეგიონი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 4528 მ |
სიგრძე | 71,7 კმ |
სიგანე | 19,4 კმ |
ფართობი | 835,8 კმ² |
დანგრაიუმი[1], დანგრა-იუმცო (ჩინ.: 当惹雍错) — მარილიანი, გაუდინარი ტბა ჩინეთში, ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში. გაწოლილია ტიბეტის მთიანეთზე, განდისიშანის ქედიდან ჩრდილოეთით,[2] ზღვის დონიდან 4528 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 835,8 კმ², მაქსიმალური სიგრძე 71,7 კმ.[3] ბონის მიმდევრებისთვის დანგრაიუმი წმინდა ტბაა.