დარდები

დარდები (სანს. darada) — ჩრდილოეთ ინდოეთის, პაკისტანისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთის მომიჯნავე რაიონებში მცხოვრები, დარდულ ენებზე მოლაპარაკე ხალხთა ჯგუფის (ქამშირელები, ქუჰესტანელები, შინა და სხვ.) პირობითი სახელწოდება. ისტორიულ ლიტერატურაში მათი განსახლების ტერიტორია ხშირად დარდისტანად იხსენიება.