დევი პრასად როი ჩოუდჰური

დევი პრასად როი ჩოუდჰური

დევი პრასად როი ჩოუდჰური (ბენგ. দেবীপ্রসাদ রায়চৌধুরী; დ. აგვისტო, 1899, რანგპური — გ. 1975) — ინდოელი მხატვარი, გრაფიკოსი და მოქანდაკე. სწავლობდა აბანინდრანათ თაგორთან, შემდეგ ლონდონში. 1954-1960 წლებში იყო ეროვნული სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი.