დევრიმი

დევრიმი
მიმოხილვა
მწარმოებელი TÜLOMSAŞ
წარმოება 4
გამოშვების წელი 1961
დიზაინერი ნურეტინ ერგიუვენლი
ერჯან თიურერი
ქემალ ელაგიოზი
სხეული და შასი
კლასი საშუალო ზომის, საგზაო ტიპის
ტრანსმისია
ძრავი 2.0, 4 ცილინდრიანი
ზომები
სიგრძე 4,5
სიგანე 1,8
სიმაღლე 1,55
წონა 1250
ქრონოლოგია
მემკვიდრე Anadol A1

დევრიმი (თურქ. Devrim; ქართ. რევოლუცია) — პირველი ავტომობილი, რომელიც სრულად შექმნილია და წარმოებულია თურქეთში.

საავტომობილო ინდუსტრიის კონგრესი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წლის 15 მაისს, პრეზიდენტ ჯემალ გიურსელმა Otomotiv Endüstri Kongresi (საავტომობილო ინდუსტრიის კონგრესი) გახსნა. თავის გამოსვლაში მან განაცხადა:

ვიკიციტატა
„...სოფლის მეურნეობის რეფორმირება საჭიროა, მაგრამ ბალახის გაყიდვით რაიმეს მიღწევა შეუძლებელია! ჩვენ ძლივს შეგვიძლია ვიყიდოთ 7-8 ავტობუსი ბამბის გაყიდვის სანაცვლოდ. შეგიძლიათ მითხრათ, რამდენი ძალისხმევაა საჭირო ბამბის საამისოდ გაზრდისთვის. ამიტომ, ინდუსტრია აუცილებელია.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინდუსტრიალიზაცია დაბალანსებული ტემპით. ეს არის გარკვეული მოთხოვნა. თქვენ შესაძლებელია შემეკითხებით: „ჩვენ რა არ გვყავს ინდუსტრია?“ დიახ, ჩვენ გვყავს, მაგრამ ისინი ისე დაუბალანსებული არიან, რომ ყველა მათგანი ერთი მიმართულებით უნდა იმუშაოს.

როდესაც საქმე ეხება საავტომობილო ინდუსტრიას: თანამედროვე ქვეყანამ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები უნდა აწარმოოს. დღევანდელ მსოფლიოში სატრანსპორტო საშუალებები ეკონომიკის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ჩვენ უნდა ავაშენოთ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები, ჩვენ უნდა გადავაადგილდეთ ჩვენ მიერ წარმოებული მანქანებით. უპირველესყოვლისა, ჩვენ უნდა ავაშენოთ ზოგიერთი ნაწილები, შემდეგ კი, გაუმჯობესებით, უნდა შევქმნათ 70-80% მათგანი.

ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ თურქეთში ავტომობილების წარმოება შეუძლებელია. ეს აზრი შავი გონების პროდუქტია. თურქეთს ბევრი სამრეწველო დარგი აქვს, რომლითაც შეგვიძლია განვავითაროდ ეს მიმართულება...“

კონგრესის შემდეგ, გიურსელმა გამოსცა ბრძანება, რათა შექმნილიყო პირველი ძრავისა და მანქანის პროტოტიპი, რომელსაც უნდა დაეკმაყოფილებინა ქვეყნის მოთხოვნები. ეს პროტოტიპები დროის საუკეთესო მანქანებთან უნდა შედარებულიყო, ნაკლოვანებები გამოვლენილიყო და თურქეთში საუკეთესო ავტომობილის წარმოებისთვის პროექტის განვითარების სამუშაოები დაწყებულიყო.

დიზაინი და წარმოება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წელს, პრეზიდენტმა ჯემალ გიურსელმა 24 ინჟინერს, რომლებიც სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდნენ, სრულიად თურქეთში შემუშავებული და წარმოებული მანქანის აშენება დაავალა. მანქანა, 1961 წლის 29 ოქტომბერს, რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უნდა გამოეფინათ.

ესქიშეჰირში მდებარე ობიექტზე 130 დღიანი მუშაობის შედეგად, რომელიც მოგვიანებით „TÜLOMSAŞ“-ის ქარხანა გახდა, ინჟინრებმა მოახერხეს ახალი ავტომობილის ოთხი პროტოტიპის შექმნა. ერთ-ერთი შავი ფერის და სხვები კრემისფერის იყო. შემდგომში მას „დევრიმი“ (რაც თურქულად რევოლუციას ნიშნავს) ეწოდა.

დევრიმის ტექნიკური მახასიათებლები

მანქანის შემუშავებისთვის დრო ძალიან ცოტა იყო, თუმცა, ოთხი მანქანის აწყობა შესაძლებელიყო და ორი ავტომობილი (კრემისფერი და შავი ფერის) რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებისთვის ანკარაში გაიგზავნა. შავი ავტომობილი ანკარაში მიმავალ მატარებელშივე შეღებეს. ტრანსპორტირებისას არც ერთ მანქანას არ გააჩნდა ბენზინი, რაც უსაფრთხოების ზომებით იყო გამოწვეული და მანქანები საწვავით მარტო მანევრირებისთვის მცირე რაოდენობით შეავსეს. ასევე, ძრავების გაშვებისთვის საჭირო იყო მაღალი ოქტანის საწვავი. მაღალი ოქტანის საწვავის ყიდვა კი მხოლოდ ანკარაში შესაძლებელი. დღესასწაულის დღეს, პრეზიდენტმა ჯემალ გიურსელმა შავ ავტომანქანაში დაჯდა და საზეიმო ტურზე გავიდა. დაახლოებით ასი მეტრის გავლის შემდეგ, მანქანა გაჩერდა. შემდეგ პრეზიდენტმა შავი ავტომანქანიდან გადმოვიდა და კრემისფერში ჩაჯდა და ანითქაბირისკენ გაემართა. ორივე მანქანამ გაართვა თავი დავალებას და საზეიმო დღე ექსცესების გარეშე ჩაიარა. თუმცა, მომდევნო დღის გაზეთების სათაურები ასე გამოიყურებოდა: „დევრიმი 100 მეტრი გაიარა და გაფუჭდა“. მანქანა მრავალი წლის განმავლობაში ხუმრობის საგანი გახდა. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით იმავე თარიღებში ინგლისის დედოფლის ავტომობილი გაფუჭდა და ცერემონიაზე.

დევრიმი არასოდეს ყოფილა გათვლილი მასობრივად წარმოებისთვის. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ავტომობილები პროტოტიპებს წარმოადგენდნენ და წარმოების პროცესი არ იყო კარგად დოკუმენტირებული, წარმოების ფაზაზე თითქმის არანაირი ტექნიკური ნახაზები არ არსებობდა. კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ მოთხოვნა არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მასობრივი წარმოება შესაძლებელი გამხდარიყო. პირიქით, Anadol-ის ქარხანა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ (1966 წელს) დაფუძნდა და დაიწყო სატრანსპორტო საშუალებების სერიული წარმოება. Anadol-ის საავტომობილო ქარხნის დამფუძნებელი ვეჰბი ქოჩი, რომელიც Ford-ის დილერი იყო, სანამ დევრიმის პროექტი განხორციელდებოდა, მას არ სჯერა, რომ თურქეთშიშესაძლებელი იყო მანქანის წარმოება.

შეთქმულების თეორიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასობრივი წარმოების წარუმატებლობის შესახებ პოპულარული შეთქმულების თეორია იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკელი ავტომწარმოებლები, რომლებიც 1960-იანი წლების დასაწყისში თურქეთის უმეტეს ნაწილზე ყიდდნენ (პოლიციის მანქანებიც კი GM-ს და Ford-ის, განსაკუთრებით Chevrolet-ის წარმოების იყო, რაც 1970-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა) თავიანთ მანქანებს, თურქეთის მთავრობას სთხოვეს შეეჩერებინა პროექტი, ხოლო თურქეთმა გადაწყვიტა შეეწყვიტა პროექტი, ნატო-ს მოკავშირესთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნების ფასად.

ხუთი წლის შემდეგ, 1966 წელს „Anadol“ გახდა თურქეთის პირველი მასობრივი წარმოების საავტომობილო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აწარმოა Otosan-მა (აშშ-ის Ford Motor Company-ისა და თურქული Koç Holding-ის ერთობლივი პროექტი).

მანქანის სამი პროტოტიპით ბიუროკრატიული შეზღუდვების გამო განადგურდა, მათი ძრავები კი მოდიფიცირებულ იქნა დიზელის გენერატორებზე, მაგრამ მანქანის უკანასკნელი მოდელი ინახება ესქიშეჰირის TÜLOMSAŞ-ის ქარხანაში, სადაც აშენდა. მისი დათვაიერება შესაძლებელია ყოველდღიურად 08:00-დან 17:00-მდე.

მანქანის შემუშავების პროცესი და 24 ინჟინრის გულმოდგინე მუშაობდა, რომლებიც მუშაობდნენ დევრიმის ავტომობილებზე, ფილმის სცენარი, რომელიც 2008 წელს თურქეთში „Devrim Arabaları“-ის (ქართ. რევოლუციის მანქანები) სახელით გამოვიდა.

2010 წლის ბოლოს, დევრიმის მანქანებით შტაგონებული პაკისტანის მეცნიერებათა და ტექნოლოგიის ეროვნულმა უნივერსიტეტმა ჰიბრიდული მანქანა შეიმუშავა და დაასახელა იგი, როგორც „დევრიმ II“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: