დელ ჩიმენტოს აკადემია (ლათ. Accademia del Cimento; იტალ. Accademia dell'esperimento) — აკადემია, რომელიც დაარსდა ფლორენციაში 1657 წელს სტუდენტების გალილეო გალილეის, ჯოვანი ალფონსო ბორელისა და ვინჩენცო ვივიანის მიერ. აკადემიის დაარსება ფინანსურად უზრუნველყვეს პრინცმა ლეოპოლდომ და დიდმა ჰერცოგმა ფერდინანდო II მედიჩმა.
აკადემიის საზოგადოების მთავარი დებულებები მოიცავდა შემდეგს: ექსპერიმენტები, სპეკულაციების თავიდან არიდება, ლაბორატორიული ინსტრუმენტების შექმნა.
დევიზი — „ეცადე და ეცადე კვლავ” (იტალ. „Provando e riprovando“, ინგლ. „Try and try again“)
პუბლიკაცია „Saggi di naturali esperienze fatte nell'Academia del Cimento sotto la protezione del Serenissimo Principe Leopoldo di Toscan e descritte dal segretario di essa Accademia“, შემოკლებით „Saggi“ პირველად გამოქვეყნდა 1666 წელს, მოგვიანებით 1731 წელს ითარგმნა ლათინურ ენაზე. სწორედ ეს პუბლიკაცია გახდა სტანდარტული ლაბორატორიული სახელმძღვანელო მე-18-ე საუკუნეში.
ჩიმენტოს აკადემია წარმოადგენდა ევროპის პირველ სამეცნიერო საზოგადოებას. მათი მთავარი მიზანი გალილეოს ექსპერიმენტული მეთოდოლოგიის განვითარება და გავრცელება იყო. აღსანიშნავია, რომ არ არსებობდა აკადემიაში გაწევრიანების რაიმე ოფიციალური პროცედურა, არ არსებობდა შეხვედრების დადგენილი განრიგი და თავად, აკადემია არ წარმოადგენდა ოფიციალურ ორგანოს. ამის ნაცვლად ის წარმოდგებოდა როგორც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ვირტუოზი მეცნიერების ჯგუფი, პრინც ლეოპოლდოსა და ფერდინანდ II მედიჩის პატრონაჟის ქვეშ. აკადემიის წევრები ძირითადად პიტის სასახლეში იკრიბებოდნენ. ჩიმენტოს აკადემიის სამეცნიერო საზოგადოებამ ჩაატარა მრავალი ექსპერიმენტი სპეციალურად დამზადებული ინსტრუმენტების გამოყენებით, ძირითადად თერმომეტრის, ბარომეტრის და პნევმატიკის მიმართულებით. აკადემიამ შეწყვიტა არსებობა 1667 წელს, სწორედ ამ დროისათვის გამოიცა პუბლიკაცია „ბუნებრივი ექსპერიმენტების მაგალითები“ ("Examples of Natural Experiments"), რომელიც ზუსტად აღწერდა მათი კვლევების შედეგებს.
ჩიმენტოს აკადემიის ინსტრუმენტების უმეტესობა დღესდღეობით ფლორენციაში გალილეოს მუზეუმში ინახება.
ჩიმენტოს აკადემიის მთავარი პუბლიკაცია „Saggi“ მიიჩნეოდა მე-18-ე საუკუნის ლაბორატორიის სახელმძღვანელოდ. ეს სახელმძღვანელი დაიბეჭდა ანონიმურად და მის გამოცემას დასჭირდა 6 წელი. წიგნში განხილული ექსპერიმენტების უმეტესობა აკადემიის დაარსებიდან პირველ ორ წელიწადში ჩატარდა, ამიტომაც წიგნი ძირითადად ამ ექსპერიმენტების ხელახლა განხილვებს ეთმობა.
„Saggi“-ის პირველი ნაწილი განიხილავს ინსტრუმენტებს, რომლებსაც აკადემიის წევრები ექპერიმენტების ჩატარებისას იყენებდნენ. პირველი ექსპერიმენტები ეხება ატმოსფერული წნევის გაზომვას მერკურის ბარომეტრის გამოყენებით. წიგნის მეორე ნაწილი განიხილავს რობერტ ბოილის ნაშრომებს ატმოსფერულ წნევასა და ვაკუუმზე. მესამე ნაწილი საუბრობს ხელოვნურ გაცივებაზე, ხოლო მეოთხე ბუნებრივ გაცივებაზე. წიგნის მეხუთე სექცია იკვლევს წყლის კუმშვადობას , მეშვიდემ კი სრულიად შეცვალა არისტოტელეს იდეა ცეცხლის ბუნებრივი მდგომარეობის შესახებ. მერვე ნაწილი განიხილავს მაგნეტიზმზს, მეცხრე ქარვას. მეათე სექციაში საუბარია ფერებზე, მაშინ როცა მეთერთმეტეში განიხილება ბგერის სიჩქარე. და ბოლოს, მეთორმეტე ნაწილში საუბარია გალილეოს სხეულის თავისუფალი ვარდნის კანონის შესახებ, რომელზეც ექსპერიმენტები არ ჩატარებულა.