დიამანტეს ტბა | |
---|---|
Laguna del Diamante | |
კოორდინატები: 34°09′ ს. გ. 69°41′ დ. გ. / 34.150° ს. გ. 69.683° დ. გ. | |
მდებარეობა | მენდოსის პროვინცია (არგენტინა) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 3 250 მ |
სიგრძე | 7 კმ |
სიგანე | 3 კმ |
ფართობი | 14.1 კმ² |
საშუალო სიღრმე | 70 მ |
დიამანტეს ტბა (ესპ. Laguna del Diamante) — ტბა არგენტინაში, მენდოსის პროვინციაში. მდებარეობს ქალაქ მენდოსიდან 198 კმ-ის მოშორებით, ვულკან მაიპოს სიახლოვეს. მისი ზედაპირის ფართობი 14.1 კმ²-ია და წარმოადგენს პროვინციის მტკნარი წყლის ერთ-ერთ უდიდეს მარაგს. ტბა ცნობილია თავის განსაცვიფრებელი სილამაზით. მნიშვნელოვანი შენაკადია მდინარე დესეგუადერო.