დიდი ალაგიოლი | |
---|---|
![]() დიდი ალაგიოლი | |
კოორდინატები: 40°00′ ჩ. გ. 45°42′ ა. გ. / 40.000° ჩ. გ. 45.700° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2729,4 მ |
ფართობი | 5,1 კმ² |
მოცულობა | 24,3 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 4,7 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 9,4 მ |
გამჭვირვალობა | 0,8–1,4 მ |
დიდი ალაგიოლი (აზერ. Böyük Alagöl) — მტკნარწყლიანი ტბა აზერბაიჯანში. მდებარეობს ყარაბაღის ვულკანურ მთიანეთზე, ზღვის დონიდან 2729,4 მ სიმაღლეზე.[1] ზედაპირის ფართობი 5,1 კმ², საშუალო სიღრმე 4,7 მ, მაქსიმალური სიღრმე 9,4 მ.[2] მყინვარული წარმოშობისაა. ნოემბრის დასაწყისიდან აპრილის ბოლომდე ტბა ყინულითაა დაფარული, ზოგჯერ ყინულისგან მაისის შუა რიცხვებში თავისუფლდება. ყინულის სისქე შეადგენს დაახლოებით 0,8–1,0 მ-ს. ივნის-აგვისტოში წყლის ტემპერატურა მერყეობს 14–16°С ფარგლებში. წყლის გამჭვირვალობა უდრის 0,8–1,4 მ-ს. სიახლოვეს მდებარეობს ტბა პატარა ალაგიოლი.[3] 2020 წლის 25 ნოემბერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, დიდი ალაგიოლის ტბა აზერბაიჯანს დაუბრუნდა.[4]