დიდი პორტუგალიური და ბრაზილიური ენციკლოპედია (პორტ. Grande Enciclopédia Portuguesa e Brasileira) — პორტუგალიურენოვანი 40 ტომიანი ენციკლოპედია, რომელიც 1936-1960 წლებში Editorial Enciclopédia-მ გამოსცა. გამოცეემა პორტუგალიური ენის ლექსიკონსაც წარმოადგენს და ენციკლოპედიურ ცნობარსაც, რომელიც ცოდნის ყველა სფეროს აშუქებს. სტატიებს ერთვის ნახატები, სურათები და რუკები. განსაკუთრებულად მდიდრული წყაროა პორტუგალიის ისტორიისა და კულტურისათვის და რამდენიმე ათწლეული თავად პორტუგალიაში სტანდარტულ ენციკლოპედიად მიიჩნეოდა.
10 დამატებითი ტომი 1981-1987 წლებში გამოიცა.
1998-1999 წლებში ექვსი დანართი ტომი უკვე ახალმა კომპანიამ, Edições Zairol-მა დაბეჭდა.