„დიდი ძუ დათვი“ | |
---|---|
მთის ამბავი, პროლოგითა და ეპილოგით | |
| |
ავტორი | მიხო მოსულიშვილი |
რედაქტორი | დავით ოძელაშვილი |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
ჟანრი | რომანი |
გამომცემელი | „საუნჯე“ |
გამოცემის თარიღი | 2013 |
ქართულად გამოიცა | 2013, 25 დეკემბერი |
გვერდი | 152 |
წინამორბედი | ჰელესა, 2012 |
ISBN | 978-9941-451-14-0 |
დიდი ძუ დათვი (მთის ამბავი, პროლოგითა და ეპილოგით) — ქართველი მწერლის, მიხო მოსულიშვილის რომანი.
კავკასიონზე მდებარე სოფლის მცხოვრებნი დიდ ძუ დათვს ებრძვიან, რომელიც ანადგურებს სიმინდის ყანებს, ამტვრევს თაფლის სკებს, იტაცებს ცხვარ-ძროხას, ხოცავს მონადირეებს და მათ ძაღლებს, გვერდს უვლის ხაფანგებს. სოფლის ადმინისტრატორი, ბიბლიური სახელით აქაბი, იქ მცხოვრებთა დახმარებით, ცდილობს დიდი ძუ დათვის მოკვლას. და ყველა სოფლელი ხვდება, რომ ეს დათვი აქაბის წარსულიდან მოსული აჩრდილია.
წიგნს თან ერთვის CD დისკი, საიდანაც შეგიძლიათ მოისმინოთ სტუდია „არაგვიანში“ ჩაწერილი, ავტორის მიერ წაკითხული მთელი რომანი.
2015 წელს შემოქმედებითი საწარმოო გაერთიანება „ლირა პროდაქშენის“ პროდიუსერისა და კინორეჟისორის ლალი კიკნაველიძის მონაწილეობით, ავტორმა ამ რომანის მიხედვით შექმნა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი „დიდი ძუ დათვი“[3], რომელიც ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის[4], საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნის კონკურსში“[5] (საექსპერტო კომისიის წევრები: ლევან ბერძენიშვილი, ნანა ჯორჯაძე, ვაჟა გიგაშვილი, ლევან თუთბერიძე, დავით ჩუბინიშვილი, ლელა ოჩიაური, დავით გაბუნია, მანანა ანასაშვილი).
კანის ფესტივალის ექსპერტები იზაბელ ფოვიე[6] და ნიკოს პანაიოტოპულოსი[7] ამ კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორებთან ერთად მუშაობდნენ სცენარების განვითარებაზე[8].
2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ჰაუგესუნდის ინტერნაციონალური კინოფესტივალის[9] კოორდინატორის ოისტეინ ეგეს (Øystein Egge) შერჩევის შემდეგ, კინოპროექტი „დიდი ძუ დათვი“ ლალი კიკნაველიძის, როგორც პროდიუსერის მიერ წარდგენილი იყო ნორდიკის ერთობლივი პროექტების ბაზრობაზე[10]
|