დინარული რასა, აგრეთვე ცნობილი როგორც ადრიატიკული ან ეპიროტიკული რასა — ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა ფიზიკურ ანთროპოლოგიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.[1] ამ სახელწოდებით აღნიშნავდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის თანამედროვე ეთნიკური ჯგუფების ფენოტიპს და მომდინარეობს დინარის მთიანეთის სახელწოდებიდან. იგი შემოიღო ფრანგმა ანთროპოლოგმა იოზეფ დენიკერმა, რომელიც ასევე იყენებდა ტერმინს „ადრიატიკული რასა“. საბჭოთა ანთროპოლოგები დინარულ ტიპს მიიჩნევდნენ ბალკანურ-კავკასიური რასის ქვეტიპად.[2] მისთვის დამახასიათებელია ბრაქიკეფალია, დაბალი და ფართო სახე, მაღალი და დახრილი შუბლი, ხშირად ბრტყელი კეფა, (ჰიპერ-)ლეპტორინული და ხშირად გამოხატული („არწივისებური“) ცხვირი, მუქი ფერის თმა და თვალები, ხორბლისფერი კანი და სხვა.