დონ-ჰოი-ლოთი

მანგროს ტყეები დონ-ნაის მახლობლად

დონ-ჰოი-ლოთი (ტაი. ดอนหอยหลอด) — ჭარბტენიანი ტერიტორია სამუტსონგხრამის პროვინციაში, ბანგკოკის ყურის ჩრდილო-დასავლეთით. იგი1999 წელს დაარსდა[1] და სიგანეში 3, ხოლო სიგრძეში 5 კმ-ია. მდინარე მაე-კლონგის დანალექი ზღვის დანალექთან ერთად ტალახით დაფარულ სისტემას წარმოქმნის, რომელიც ძირითადად Solen Regularis-ითაა დასახლებული. ეს ტაილანდის ყურის ჩრდილოეთში ენდემური სახეობაა და მდონ-ჰოი-ლოთი აღნიშნული სახეობის პოპულაციით უდიდესია. ჭარბტენიან ტერიტორიასა და მეზობელ მანგროს ტყეების სანაპიროებზე 18 სახეობის ფრინველი და 42 სახეობის უხერხემლოა დაფიქსირებული. დონ-ნაის მახლობლად პრინც აპაკონ კიანტივონგის სამარხი მდებარეობს, რომელსაც ტაილანდელები ხშირად სტუმრობენ.

2001 წლის 5 ივლისიდან დონ-ჰოი-ლოთი რამსარის კონვენციის 1099-ე ძეგლად შეიტანეს.

  1. Don Hoi Lot. ციტირების თარიღი: 25 April 2018.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]