დუბაის საოცრებათა ბაღი (არაბ. حديقة الزهور بدبي)— ყვავილების ბაღი, რომელიც მდებარეობს დუბაილენდში, დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ბაღი გაიხსნა 2013 წელს ვალენტინობის დღეს [1]მსოფლიოში უდიდეს ყვავილების ბაღს უკავია 72,000 კვადრატული მეტრი (780,000 კვადრატული ფუტი), სადაც წარმოდგენილია50 მილიონზე მეტი ყვავილი და 250 მილიონი მცენარე. [2][3]
2015 წლის აპრილში ბაღს მიენიჭა ტურისტული პრემია Garden Tourism Award 2015.[4]
დუბაის საოცრებათა ბაღის პირველი პროექტის კონცეფცია ჩამოყალიბდა დუბაილენდსა და კომპანია Dubai Properties Group- ს შორის შეთანხმების საფუძველზე. პროექტის შემუშავება მოხდა Akar Landscaping and Agriculture– სთან შეთანხმებით, [5] იორდანიელი ბიზნესმენის აბდელ ნასერ რაჰალის ხელმძღვანელობით. [6] პროექტის ღირებულება შეფასდა 40 მილიონ არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამად (11 მილიონი აშშ დოლარი). [7]
პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. ბაღი გაიხსნა 2013 წლის თებერვალში. ის შედგებოდა 21000 კვ.ფუტი. გარე ობიექტისგან. ვერტიკალური და ჰორიზონტალური ლანდშაფტის ჩათვლით, რომელთაგან თითოეულს თავისი დიზაინი აქვს. [5] პირველი ფაზის განვითარებას ორი თვე დასჭირდა. დასაქმებული იყო 400 მუშა.
პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო 2013 წლის ივნისის შუა რიცხვებში და დასრულდა ოქტომბერში. ის გულისხმობდა 70% -იან გაფართოებას, 21,000 კვ.ფუტი და მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობას 850,000 კვ.ფუტი, ბაღის მთლიანი ფართობი გაიზარდა 2 მილიონ კვადრატულ მეტრამდე მშენებლობის მეორე ფაზა ასევე მოიცავდა ყვავილების საათს, პეპლების ბაღს, მაღაზიებსა და მეჩეთებს.[8]
ყვავილების განლაგება და დიზაინი ხშირად იცვლება იმ მიზეზით, რომ დამთვალიერებლებისათვის ბაღში ვიზიტი საინტერესო იყოს ყოველ ჯერზე. ბაღში იშვიათი სახეობის ყვავილებია, რომელთა ნაწილი გადაშენების პირასაა. მათ შორის აღსანიშნავია ახლო აღმოსავლეთიდან შემოტანილი იშვიათი ჯიშის „Petunias and geraniums”.
დუბაის საოცრებათა ბაღი მუშაობს ყოველწლიურად ოქტომბრიდან აპრილამდე (ზოგჯერ მცირედი ცვლილებით) და მაისიდან სექტემბრამდე დახურულია მაღალი ტემპერატურის გამო. საშუალო ტემპერატურა ზაფხულშიაღწევს 40 ° C (104 ° F) რაც არ უწყობს ხელს ყვავილების დათვალიერებას.[9]
დუბაის კლიმატის პირობებში ასეთი ყვავილების ბარის შექმნა შესაძლებელი გახდა წვეთოვანი ირიგაციის სისტემის მეშვეობით, რომელიც იძლევა წყლის უდანაკარგოდ ბოლო წვეთამდე გამოყენების საშუალებას.[10]
დუბაის პეპლების ბაღი დუბაის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა. დუბაის პეპლების ბაღი გაიხსნა 2015 წელს დუბაის საოცრებათა ბაღში. ის არის მსოფლიოში უდიდესი და რეგიონში პირველი პეპლების დახურული ბაღი და საცავი 26 სახეობის 15000-ზე მეტი პეპლისთვის. [4]
დუბაის საოცრებათა ბაღსა და უოლტ დისნეის კომპანიას შორის სალიცენზიო ხელშეკრულების ფარგლებში, 2018 წლის თებერვალში გაიხსნა მიკი მაუსის ტოპიარი (ყვავილების ფიგურა). [11]იმავე წელს, დამონტაჟდა მინი მაუსის, გუფის, პლუტოს, დეიზი დაკის, დონალდ დაკის და ჰუის, დიუისა და ლუის ყვავილების ფიგურები. [12]
დუბაის საოცრებათა ბაღმა დღეისათვის დაამყარა გინესის 3 რეკორდი. 2013 - დუბაის საოცრებათა ბაღი დასახელდა, როგორც მსოფლიოს უდიდესი ვერტიკალური ბაღი [13] ბაღში Airbus A380- ის ყვავილების სტრუქტურა შეტანილია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე დიდი ყვავილების სტრუქტურა მსოფლიოში[2] 18 მეტრის (59 ფუტის) სიმაღლის მიკი მაუსის ტოპიარი, რომლის წონა თითქმის 35 ტონაა, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკებაა. [14]
ცნობილი WWE მოჭიდავე და ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი ჯონ სინა ასევე ეწვია დუბაის საოცრებათა ბაღს 2017 წლის ფილმის „ფერდინანდის“ პოპულარიზაციისთვის. ბაღში ასევე დაიდგა ხარის -ფერდინანდის“ გიგანტური ყვავილების ქანდაკებაც.[15]ბაღში გადაიღეს ბოლივუდის ფილმის სცენები. [16] [17]