დულაბის სასაფლაო — სასაფლაოების ისტორიული კომპლექსი თეირანის აღმოსავლეთ გარეუბანში, ირანში. ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული სასაფლაო. შედგება ხუთი სექტორისაგან, ესენია:
ააგო 1924 წელს საზოგადო მოღვაწემ და ნავთობ მაგნატმა აკაკი ხოშტარიამ მისი გარდაცვლილი მეუღლის, მინადორა თურქია-ხოშტარიას საფლავზე.[1] ის ქართული საეკლესიო არქიტექტურის ტრადიციებს ემორჩილება და ამ სახის ერთადერთი ძეგლია ირანში.[2]
2017 წელს რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა გასცა გრანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტზე, რომელმაც ფოტო მასალა, აკლდამის და ყველა ქართული საფლავის ანაზომები შეაგროვა და ძეგლის გადარჩენისათვის სხვადასხვა ღონისძიებები გაატარა.[3] 2019 წელს იწყება მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები.[1]