დღის წესრიგი მშვიდობისათვის — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანის, ბუტროს ბუტროს-გალის მიერ 1992 წელს დაწერილი ანგარიში, რომელშიც იგი პასუხობს გაეროს უშიშროების საბჭოს თხოვნას „ანალიზისა და რეკომენდაციების“ თაობაზე, მშვიდობის დამყარების და მშვიდობის ყოფის/მხარდაჭერის გასაძლიერებლად.
მშვიდობის ყოფის/მხარდაჭერის შეზღუდულობის აღიარების შემდეგ, განსაკუთრებით კი, მას შემდეგ, რაც მსგავსი მცდელობები მრავლად იყო 1990-იან წლებში, 1992 წელს მოწვეულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭო, პირველად სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე. კონფერენციის დასასრულს 15-მა წევრმა ქვეყანამ შეიმუშავა წინადადება, რომლითაც იმჟამინდელ გენერალურ მდივან ბუტროს ბუტროს-გალს სთხოვა სამომავლო რეფორმების შესახებ ანგარიშის წარდგენა. თავიანთ განცხადებაში სახელმწიფოს მეთაურებმა აღნიშნეს, რომ:
გაეროს უშიშროების საბჭომ დაინახა ის, რასაც მშვიდობის ყოფის (მხარდაჭერის) კრიტიკოსები აღნიშნავდნენ და ამასთან, რაც იმდროინდელმა ჩავარდნებმა აჩვენა: მხოლოდ მშვიდობის ყოფა (მხარდაჭერა), როგორც ეს პრაქტიკაში ხორციელდებოდა, არ იყო საკმარისი ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
დღის წესრიგი მშვიდობისათვის ხაზს უსვამს ბუტროს-გალის მოსაზრებებს, თუ როგორ უნდა უპასუხოს გაერომ კონფლიქტებს ცივის ომის შემდგომ მსოფლიოში.
დოკუმენტის მიხედვით, კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარებისათვის, მშვიდობის შენარჩუნების მიზნით გაერო-ს ამოცანებია:
გაეროს მე-6 გენერალური მდივნის, ბუტროს ბუტროს-გალის მიერ შემუშავებული „დღის წესრიგი მშვიდობისათვის“ აღწერს პრევენციული დიპლომატიის მთელ რიგ დამატებით პროცესებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია გამოიყენოს მშვიდობის ყოფის/მხარდაჭერის ღონისძიებამდე, ან პარალელურად. ბუტროს-გალი დოკუმენტით ასევე გვთავაზობს ტერმინების - მშვიდობის დამყარება, მშვიდობის ყოფა/მხარდაჭერა - განმარტებებს.
დოკუმენტის მიხედვით:
პრევენციული დიპლომატია ცდილობს დავების მოგვარებას ძალადობის აღმოცენებამდე; მშვიდობის დამყარება და მშვიდობის ყოფა/მხარდაჭერა კი მიმართულია კონფლიქტების შეწყვეტისა და მშვიდობის შეინარჩუნებისაკენ, მისი მიღწევისთანავე. წარმატების შემთხვევაში, ისინი აძლიერებენ პოსტ-კონფლიქტურ პერიოდში მშვიდობის მშენებლობის შესაძლებლობას, რასაც შეუძლია ხელი შეუშალოს ერებს/ხალხებს შორის ძალადობის განმეორებას.
დოკუმენტის ყველაზე დიდ დამსახურებად მიიჩევა, „პოსტ-კონფლიქტურ პერიოდში მშვიდობის მშენებლობის“ კონცეფციის შემოთავაზება, რომელიც განსაზღვრულია, როგორც „ყველა იმ ქმედებათა იდენტიფიცირება და მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია მშვიდობის განმტკიცებისა და გამყარებისაკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტის გამეორება.“