პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Էդգար Բաբայան | ||
დაბადების თარიღი | 28 ოქტომბერი, 1995 | ||
დაბადების ადგილი | ბერლინი, გერმანია | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მარცხენა ვინგერი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ჰობრო | ||
ნომერი | 17 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
რანდერს ფჯერა | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2013 - 2017 | რანდერსი | 19 | (0) |
2017 | → ჰობრო | 9 | (2) |
2017 - | ჰობრო | 44 | (4) |
ეროვნული ნაკრები | |||
2016 | დანიის 20-წლამდელთა | 1 | (0) |
2018 - | სომხეთი | 6 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ედგარ ბაბაიანი (სომხ. Էդգար Բաբայան; დ. 28 ოქტომბერი, 1995,[1] ბერლინი, გერმანია) — სომეხი ფეხბურთელი. პოზოციით ნახევარმცველი, კერძოდ მარცხენა ვინგერი. იგი ამჟამად თამაშობს სომხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებსა და კლუბ ჰობროში.
ბაბაიანი ფეხბურთის თამაშის დაწყებიდან კლუბ რანდერსში თამაშობდა.
2013 წლის 11 ნოემბერს, 18 წლის ასაკში, შედგა მისი დებიუტი რანდერსში.[2] მან თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო თუმცა, მატჩის 83-ე წუთზე იგი შეეცვალა ალექსანდრ ფისჩერს; გუნდი ხსენებულ თამაშში დაუპირისპირდა ოლბორგს და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
2014 წლის თებერვალში ბაბაიანმა ხელი მოაწერა მისთვის პირველ სრულ განაკვეთიან კონტრაქტს (რანდერსთან).[3]
რანდერსის მაისურით მან პირველი გოლი 2015 წლის 9 ივლისს გაიტანა; აღნიშნულ თამაშში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპშო ბანდერსი ანდორულ კლუბ სანტ-ჯულიას დაუპირისპირდა;[4] იგი თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო (შეცვალა ჯოელ ალანსონი), ხოლო გოლი 73-ე წუთზე თავისუფალი დარტყმით გაიტანა.[5]
2017 წლის 27 იანვარს დადასტურდა, რომ ბაბაიანი სეზონის დარჩენილ ნაწილს კლუბ ჰობროსთან ერთად ჩაატარებდა.[6]
2017 წლის 27 თებერვალს, ლიგის დაწყებამდე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, ბაბაიანმა ტრავმა მიიღო. თავიდან გავრცელდა ჭორები, რომ მან ლიგატების დაზიანება მიიღო, მაგრამ მოგვიანებით გამოცხადდა, რომ მან მხოლოდ მუხლზე მიიღო მძიმე დაზიანება; მან ამ ტრავმას თავი 1 თვეში გაართვა.[7]
2017 წლის აპრილში მან ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ დაბრუნდა. ტრავმის შემდეგი დებიუტი კლუბ კოგეს წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა; იგი თამაში 69-ე წუთზე ჩაერთო (შეცვალა ლუკას ჯენსენი);[8] თამაში საბოლოოდ ფრედ, 0:0 დასრულდა. შემდეგი თამაში ნიკობინგის წინააღმდეგ შედგა, სადაც ბაბაიანმა დუბლი გაიფორმა (თამაში ჰობროს გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა).[9] ჰობროსთან ერთად მან მოიგო დანიის პირველი დივიზიონი; ამ გამარჯვებით კლუბი დანიის სუპერლიგაში დაბრუნდა.
6 თვიანი იჯარით წარმატებული თამაშის შემდეგ, ბაბაიანმა მუდმივ კონტრაქტს მოაწერა ხელი ახლა უკვე დანიური სუპერლიგის გუნდთან.[10] იგი მალევე გახდა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე. ასეთი თამაშით, მან კლუბისგან ახალი კონტრაქტი მიიღო, რომლის მიხედვითაც იგი კლუბში 2021 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.[11]
ბაბაიანი დაიბადა გერმანიაში, სომხების ოჯახში, რომლებსაც საცხოვრებლის შეცვლა ბაბაიანის 3 წლის ასაკში მოუწიათ. მან დანიის პასპორტი 2016 წელს აიღო და მოგვიანებით შეუერთდა დანიის 20-წლამდელთა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს; მისი სადებიუტო შეხვედრა იტალიის 20-წლამდელთან ნაკრების წინააღმდეგ შედგა.[12][13]
სომხეთის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2018 წლის 30 მარტს, მალტას წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც იგი სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა და მოედანზე 30 წუთი გაატარა.[14]