ელენ ბლექბერნი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Helen Blackburn |
დაბადების თარიღი |
25 მაისი, 1842 კუნძული ვალენშია |
გარდაცვალების თარიღი |
11 იანვარი, 1903 ლონდონი |
ელენ ბლექბერნი (ინგლ. Helen Blackburn; დ. 25 მაისი, 1842 ― გ. 11 იანვარი, 1903) ― ფემინისტი, მწერალი და ქალთა უფლებების დამცველი, განსაკუთრებით, დასაქმების კუთხით. ბლექბერნი რედაქტორობდა ჟურნალ Englishwoman's Review-ს. დაწერა წიგნები ქალი მშრომელებისა და ბრიტანეთსა და ირლანდიაში ქალთა საარჩევნო მოძრაობის ისტორიის შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით „სტანდარტული ნაშრომი“ გახდა.[1] იყო ქალთა საარჩევნო უფლების ეროვნული საზოგადოებისა და დასავლეთ ინგლისის საარჩევნო უფლების საზოგადოების მდივანი, აგრეთვე შრომის თავისუფლების დაცვის ლიგის თანადამფუძნებელი.[2] ლონდონის პარლამენტის მოედანზე მილისენტ ფოუსეტის ქანდაკების კვარცხლბეკზე მისი სახელიცაა დატანილი.
ბლექბერნი დაიბადა ნაიტსტაუნში, კუნძულ ვალენშიაზე (კერის საგრაფო, ირლანდია), 1842 წლის 25 მაისს.[1] მამამისი, ბეუიკ ბლექბერნი, სამოქალაქო ინჟინერი იყო, რომელიც კუნძულ ვალენშიაზე ფიქლების მაღაროებს განაგებდა. დედას ერქვა იზაბელა ლამბი. 1859 წელს ბლექბერნების ოჯახი ლონდონში გადასახლდა.[3]
ბლექბერნი გარდაიცვალა უესტმინსტერში (ლონდონი), 1903 წლის 11 იანვარს, 60 წლის ასაკში. დაკრძალულია ბრომპტონის სასაფლაოზე. თავისი არქივები და წიგნების კოლექცია კემბრიჯის გირტონის კოლეჯს დაუტოვა.[4] მისი ანდერძის მიხედვით, ახალგაზრდა ქალების მომზადებისთვის დაარსდა ფონდი.[3]
2018 წელს პარლამენტის მოედანზე მილისენტ ფოუსეტის ქანდაკება გაიხსნა, რომლის კვარცხლბეკზე ელენ ბლექბერნის სახელი სხვა სუფრაჟისტი ქალების სახელებთან ერთადაა დატანილი.[5][6][7]
ბლექბერნის წიგნებს შორისაა: