სომხეთის ელექტროენერგიის სექტორი — მოიცავს რამდენიმე კომპანიას, რომლებიც უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის წარმოებასა და განაწილებას სომხეთში.[1][2][3]ამ ყველაფერს ახორციელებს მრავალი კომპანია, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი, ისე კერძოც.
2016 წლის მონაცემებით, ელექტროენერგიის სექტორის უმეტესი ნაწილი შესყიდულია უცხოური კომპანიების მიერ (ძირითადად რუსული და ამერიკული კომპანიების მიერ). ადმინისტრაციას, სამთავრობო კანონმდებლობას და სექტორის პოლიტიკას აკონტროლებს სომხეთის რესპუბლიკის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ასევე სექტორის რეგულირებას ახორციელებს სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელი კომისია.[4][5][6] სომხეთს არ აქვს დიდი წიაღისეულის რეზერვი, ამიტომ იგი დამოკიდებულია რუსეთიდან და ირანიდან ბუნებრივი აირისა და რუსეთიდან ბირთვული საწვავის იმპორტზე, ყველაფერი ეს ელექტროენერგიის წარმოების დაახლოებით 66% -ს შეადგენს.[6][7][8][9] სომხეთი ელექტროენერგიის ქსელის მწარმოებელია და 2014 წლიდან ყოველწლიურად 1,3 მილიარდ კვტ.სთ-ზე მეტ ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს[10][11][12]ირანში, საქართველოსა და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში.[10][13][14]
დიდი ინვესტიციები ჩაიდო ელექტროენერგეტიკის სექტორში სომხეთში 2000-იან წლებში. ეს მოიცავს 2010 წელს დასრულებული ერევნის თბოელექტროსადგურის 247 მილიონი აშშ დოლარის კომბინირებული ციკლის მშენებლობას.[15][16]
მსოფლიო ბანკისგან მიღებული 52 მილიონიანი აშშ დოლარის სესხი 2015 წელს სომხეთში ელექტროენერგიის განაწილების გაუმჯობესებასას მოხმარდა, ხოლო [17][18][19] 42 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო სომხეთის ელექტრო ქსელების მშენებლობაში.[20]
2016 წლის ივნისში, სომხეთის პარლამენტმა განაახლა კანონი „ენერგიის დაზოგვისა და განახლებადი ენერგიის“ შესახებ, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მზის ენერგიის გამოყენება-დანერგვას და საშუალებას აძლევს მზის დანადგარების 150 კვტ ან ნაკლები ენერგია(ზედმეტი ელექტროენერგია), გაყიდონ ელექტროენერგეტიკულ ქსელში.[21][22]
სომხეთში ძაბვა არის 220 ვოლტია AC (ცვლადი დენი), სიხშირით 50 ჰერცი. სომხეთი იყენებს ევროპულ 2-პინიან C- სოკეტისა და F- სოკეტების დენცქვიტებსა და შესაერთებლებს.[23][24][25]
ბირთვული ენერგია ელექტროენერგიის 38% -ს უზრუნველყოფს სომხეთში, ერთი მოქმედი ბირთვული რეაქტორის, მეწამორის ატომური ელექტროსადგურის 2 განყოფილების საშუალებით.[26]
2018 წლის მონაცემებით, სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო განიხილავს გეოთერმული ენერგიის განვითარებას.[27][28]
სომხეთში გეოთერმული რესურსების შემდგომი გამოკვლევისთვის 2015 წელს მსოფლიო ბანკმა $ 8,55 მილიონი ოდენობის გრანტი გამოყო.[29][30][31][32]
სომხეთის პირველი გეოთერმული ელექტროსადგურის სარეკონსტრუქციო ბურღვა ჩატარდა 2016 წელს..[33][34][35] დასრულებულია ორი ჭაბურღილი, პირველი ჭაბურღილების საბურღი სამუშაოები 1 500 მეტრ სიღრმეს, ხოლო მეორე 1 682 მ-ს შეადგენს. გეოთერმული ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის მთლიანი ღირებულება კარკარის ტერიტორიაზე სავარაუდოდ $ 100 მილიონი დაჯდება. ეს გეოთერმული ელექტროსადგური 30 მგვტ სიმძლავრით წელიწადში გამოიმუშავებს დაახლოებით 250 მილიონ კვტ.სთ ელექტროენერგიას.[36]
მაღალი წნევა (20-25 ატმოსფერული) და ცხელი წყალი (250 ° C –მდე) არის გეოთერმული ენერგიის პოტენციური წყარო, რომლის სიმძლავრეც 25 მგვტ-ია.[37][36][38]
ჰიდროელექტროსადგურები უზრუნველყოფს სომხეთის განახლებადი ენერგიის 70 პროცენტს, ხოლო ქვეყნის მთლიანი ელექტროენერგიის წარმოებას 33%. ჰესის ძირითადი სიმძლავრეები დამონტაჟებულია რაზდანისა და ვოროტანის კასკადებში. [39] სომხეთის ჰიდროელექტროსადგურებისს პოტენციალი 21,8 მილიარდ კვტ.სთ-ს შეადგენს.
ექსპერტთა აზრით, მზის ენერგიის პოტენციალი სომხეთში 1000 მეგავატს შეადგენს. ამის მიზეზი ის არის, რომ საშუალო მზის რადიაცია სომხეთში ყოველწლიურად თითქმის 1700 კვტ.სთ / მ 2 -ია.[40] ამჟამად, მზის ტექნოლოგია მხოლოდ ზოგიერთმა კომპანიამ გამოიყენა და არ გამოყენება ფართოდ მოქალაქეებში. ერთ-ერთი მაგალითი არის სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტი (AUA), რომელიც მას იყენებს არა მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოებისთვის, არამედ წყლის გათბობისთვისაც. სომხეთის მთავრობა ხელს უწყობს მზის ენერგიის გამოყენებას. [41][42]
პირველი არის ბიოსაწვავი. როგორც მთელს მსოფლიოში მიღებულია, ბიოეთანოლის მნიშვნელოვანი წყაროა სიმინდი და შაქარი. ამ ინგრედიენტების მეშვეობით წარმოიქმნება ბიოეთანოლი.[43]
50:50-ზე ნავთობთან შეზავებისას, ნარევი უფრო იაფდება, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევებში. ამრიგად, შემცირდება ტრანსპორტირების ფასებიც. სომხეთში ამინდი არ არის ხელსაყრელი შაქრის მისაღებად, ამიტომ მისი შეცვლა ხდება მიწავაშლით. უფრო მეტიც, ამ მცენარეში მაღალი კონცენტრაცია ნახშირწყლებისა, მას უკეთეს წყაროდ აქცევს ბიო-ეთანოლის წარმოებისთვის.
2012 წელს 1,82 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკმა „ენერგოდაზოგვის პროგრამასთან“ დაკავშირებით. პროგრამა დაგეგმილი იყო საზოგადოებრივი შენობების და გათბობის სისტემების განახლებისთვის, რომელიც ითვალისწინებდა ტრადიციული ნათურების „LED“- ების შეცვლას და მზის წყლის გათბობის პანელების დამონტაჟებას. 2016 წლის 30 ივნისს დასრულდა პროექტის საგრანტო კომპონენტი.[44]