ელი ჰოის-კნაპი (ელიზაბეტ ელეონორა ანა იუსტინე ჰოის-კნაპი, გერმ. Elisabeth Eleonore Anna Justine „Elly“ Heuss-Knapp; 25 იანვარი 1881, სტრასბურგი — 19 ივლისი 1952, შტუტგარტი) — ქართული წარმომავლობის გერმანელი საზოგადო მოღვაწე. გეორგ ფრიდრიხ კნაპისა და ლიდია ყორღანაშვილის ქალიშვილი, გფრ-ის ბუნდესპრეზიდენტის თეოდორ ჰოისის მეუღლე.
დაამთავრა პედაგოგიური კურსი, ასწავლიდა გიმნაზიაში. 1950 წელს აირჩიეს ბადენ-ვიურტემბერგის მხარის ლანტაგში. დააარსა გერმანიის „დედათა ჯანმრთელობის დაცვის საზოგადოება“ (გერმ. Deutsche Müttergenesungswerk).