ემანუელ რაკუტუვაჰინი მალაგ. Emmanuel Rakotovahiny | |
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 ოქტომბერი, 1995 – 28 მაისი, 1996 | |
პრეზიდენტი | ალბერტ ზაფი |
წინამორბედი | ფრანცისკ რავუნი |
მემკვიდრე | ნორბერტ რაცირაონანა |
დაბადებული | 16 აგვისტო, 1938 |
გარდაცვლილი | 1 ივლისი, 2020 |
ემანუელ რაკუტუვაჰინი (მალაგ. Emmanuel Rakotovahiny; დ. 16 აგვისტო, 1938 — გ. 1 ივლისი, 2020) — მადაგასკარელი პოლიტიკოსი, მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 1995 წლის 30 ოქტომბრიდან 1996 წლის 28 მაისამდე.
პოლიტიკური კრიზისისა და მადაგასკარის მესამე რესპუბლიკის გამოცხადების კონტექსტში, 1995 წლის 30 ოქტომბერს რაკუტუვაჰინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა იმ იმედით, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული დაპირისპირება დასრულდებოდა, თუმცა მან საპარლამენტო რიგებში წესრიგის დამყარება ვერ შეძლო, ამიტომ 1996 წლის 17 მაისს ეროვნულმა ასამბლეამ 109 ხმით 15-ის წინააღმდეგ მას უნდობლობა გამოუცხადა.[1]
როგორც პრეზიდენტ ალბერტ ზაფის ახლო მოკავშირე და პარტია „დემოკრატიისა და განვითარების ეროვნული კავშირის“ პრეზიდენტი, 2009 წლის 6 ოქტომბერს დაინიშნა მადაგასკარის ვიცე-პრეზიდენტად, რაც 2009 წლის პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას ისახავდა მიზნად.[2]
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ფრანცისკ რავუნი |
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 30 ოქტომბერი, 1995 – 28 მაისი, 1996 |
შემდეგი: ნორბერტ რაცირაონანა |