პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 2 აპრილი, 2003 | ||
დაბადების ადგილი | სტამბოლი, თურქეთი | ||
სიმაღლე | 1,86 მ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი, ნახევარმცველი | ||
ნომერი | 40 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
გალათასარაი | 6 | (0) | |
ეროვნული ნაკრები | |||
2020- | თურქეთის U-19 | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ემინ ბაირამი (თურქ. Emin Bayram; დ. 2 აპრილი, 2003, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი ფეხბურთელი. თამაშობს თურქეთის სუპერლიგაში, გალათასარაის შემადგენლობაში, მცველის, ნახევარმცველის პოზიციაზე.
პირველი მატჩი გალათასარაის შემადგენლობაში 2019 წლის 4 დეკემბერს, თურქეთის თასის ფარგლებში, თუზლასპორთან მატჩში ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ გალათასარაი 0-2 დამარცხდა, ემინ ბაირამმა გულშემატკივრების აღფრთოვანება დაიმსახურა.
სუპერლიგის პირველი მატჩი გალათასარაის შემადგენლობაში, 2020 წლის 26 იანვარს, კონიასპორთან შეხვედრის დროს ჩაატარა.
ბაირამი კარიერაში პირველად, გალათასარაის კაპიტნის როლში მოედანზე 2020 წლის 12 ივლისს, „ანკარაგუჯუ“-სთან მატჩის დროს გავიდა. ის იმ დროისთვის 17 წლის იყო.[1]
2021 წლის იანვარში, ბაირამი იჯარით ბოლუსფორში გადავიდა.[2] 2021-22 წლის სეზონის დასაწყისში, ის კვლავ იჯარით ბოლუსფორში გადავიდა.[3]
ახალგაზრდულ ნაკრებში წარმატებული ასპარეზის შემდეგ, ბაირამი ეროვნული ნაკრების ახალგაზრდულ გუნდში მოიწვიეს, სადაც ის 33 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.