ეპიგონიონი

ეპიგონოინი — ძველი ბერძნული საკრავი ინსტრუმენტი.

ეპიგონიონი სიმებიანი ინსტრუმენტია, რომელიც თანამედროვე არფას ჰგავს. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, როგორ გამოიყურებოდა ეპიგონიონი, თუმცა წყაროებზე დაყრდნობით განსაზღვრეს როგორ ჟღერდა. „მას ნამდვილად საინტერესო ჟღერადობა აქვს: ლითონისებური, უხეში და ნათელი”, — აღნიშნავს დომენიკო ვიჩინანცა, პროექტ Astra-ს თანამშრომელი, რომელმაც ინსტრუმენტი აღადგინა.

სპეციალისტის თქმით, ეპიგონიონი შესანიშნავად ჟღერს შუასაკუნეების ანსამბლის შემადგენლობაში, კარგად ერწყმის სასულე და სიმებიან ინსტრუმენტებს. ჯერჯერობით, ეპიგონიონის რეალური მოდელი მეცნიერებმა ვერ წარმოადგინეს: მისი ხმა სინთეზატორზე იქმნება.

„ეპიგონიონი არის არფის ან ფსალტერიონის 40-სიმიანი ანალოგი“, ამბობს თავის ნაშრომში ძვ. წ. 183 წელს ძველი ბერძენი რიტორი აფინეი. ისტორიკოსების აზრით, მოცემული ინსტრუმენტი გამოიგონა და საბერძნეთში ჩაიტანა მუსიკოსმა ეპიგონმა.

არასრული მონაცემებით, მეცნიერებმა შეძლეს განესაზღვრათ, როგორ ჟღერდა ეპიგონიონი და ჩაეწერათ კომპოზიცია მისი შესრულებით, იუწყება The Times.

  • Friedrich von Drieberg: Wörterbuch der griechischen Musik in ausführlichen Artikeln über Harmonik, Rhythmik, Metrik, Kanonik, Melopoïe, Rhythmopoïe, Theater, Kampfspiele, Instrumente. Schlesinger, Berlin 1835.
  • Epigonion. in Encyclopaedia Britannica. 11. Ausgabe. London 1911.
  • Töne aus verflossener Zeit. In: Der Spiegel. Hamburg 2009, ISSN 0038-7452.