ერიადორი — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში დიდი რეგიონი შუახმელეთის ჩრდილო-დასავლეთით. დასავლეთით მდებარეობდა ლინდონი და ლურჯი მთები. აღმოსავლეთით - როვანიონი და ნისლიანი მთები.
ერიადორი დასახლებული იყო შუახმელეთის თავისუფალი ხალხების მიერ. მეორე და მესამე ეპოქებში აქ დატრიალდა უამრავი მნიშვნელოვანი მოვლენა. მესამე ეპოქის დასასრულს ერიადორში ძირითადად ჰობიტები (შაირი, ახლო ტერიტორიები) სახლობდნენ.
|