ერითროპოტამოსი | |
---|---|
მდინარე ერითროპოტამოსი | |
ქვეყანა | ბულგარეთი საბერძნეთი |
სათავე |
როდოპის მთები 41°12′59″ ჩ. გ. 26°02′59″ ა. გ. / 41.21639° ჩ. გ. 26.04972° ა. გ. |
შესართავი |
მარიცა 41°19′41″ ჩ. გ. 26°30′33″ ა. გ. / 41.32806° ჩ. გ. 26.50917° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | საბერძნეთი |
სიგრძე | 100 კმ |
მარიცის აუზი | |
— სათავე, — შესართავი |
ერითროპოტამოსი (ბერძ. Ερυθροπόταμος – „წითელი მდინარე“) — მდინარე ბულგარეთის სამხრეთ და საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში. მიედინება ბულგარეთის ივაილოვგრადის ოლქისა და საბერძნეთის ევროსის ნომის ტერიტორიაზე. მდინარის თურქული სახელწოდებაა „Küzüldeli Su“. სათავე აქვს როდოპის მთების სამხრეთ კალთაზე. სიგრძე დაახლოებით 100 კმ. მდინარე მარიცას ერთვის ქალაქ დიდიმოტიქონთან ახლოს.
ჯერ გაედინება ჩრდილოეთური მიმართულებით, შემდეგ აღმოსავლეთისაკენ იხრება, სანამ ისევ ჩრდილოეთურ მიმართულებას არ მიიღებს. შემდეგ ისევ აღმოსავლურ დინებას ექვემდებარება მდინარე მარიცის შეერთებამდე. ქვემო დინებაში გაშლილია დაბლობ ტერიტორიაზე.
ბულგარეთის ტერიტორიაზე ერითროპოტამოსს „Луда река“ ეწოდება.