ერსა | |
---|---|
![]() | |
მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია |
სქესი: | მდედრობითი |
მამა: | ზევსი |
დედა: | სელენე და ეოსი |
და-ძმა: | პანდიე |
გამოსახულებები |
ერსა (ძვ. ბერძნ. Ἔρσα, Ἔρση) — ბერძნულ მითოლოგიაში ნამის ქალღმერთი[1]. ზევსისა და სელენეს ასული, პანდიესა და ნიმეას და. ერსის ნამი ასაზრდოებდა მცენარეებს, რომელიც იცვლებოდა მთვარის ძალისდა მიხედვით.
ანტიკურ ლიტერატურაში ქალღმერთ ერსას მხოლოდ პლუტარქე ახსენებს — მის მორალიაში სამ ადგილას. იქ ის ციტირებს ბერძენ პოეტ ალკმანს, რომელიც ცხოვრობდა ძვ. წ. VII საუკუნეში[2]. ე. ამ უკანასკნელის ნამუშევრები ძირითადად დაკარგულია; ძირითადად ცნობილია მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები, რომლებიც შემდგომში სხვა ავტორებმა მოიხსენიეს[3].
სახელი ერსა, ისევე როგორც ჰერსე (ძვ. ბერძნ. Ἔρση) აღნიშნავს ნამს. თუმცა არ შეიძლება ამ ორი პიროვნების ერთმანეთში არევა. პირველია ზევსისა და სელენეს ასული, ხოლო მეორე — კეკროპისა და აგლავრას ასული[4].
ნამის ქალღმერთის ერსას სახელს ატარებს პლანეტა იუპიტერის ორი თანამგზავრი: