„ეშმაკი და ქალბატონი პრიმი“ | |
---|---|
პორტ. O Demônio e a srta Prym | |
ქართულენოვანი გამოცემის ყდა | |
ავტორი | პაულო კოელიო |
ქვეყანა | ბრაზილია |
ენა | პორტუგალიური |
ჟანრი | სათავგადასავლო |
გამოცემის თარიღი | 2000 |
მედია | ნაბეჭდი |
წინამორბედი | ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა და რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი |
მომდევნო | თერთმეტი წუთი და The Pilgrimage |
„ეშმაკი და ქალბატონი პრიმი“ (პორტ. O Demônio e a srta Prym) — მწერალ პაულო კოელიოს 2000 წელს გამოცემული წიგნი, რომანი სიკეთესა და ბოროტებაზე.
მდიდარ მამაკაცს უპატიოსნო წარსული სტანჯავს და შოკისმომგვრელი წამოწყება აქვს განზრახული. დაბა ვისკოსის გაუხარელი მცხოვრებნი კი, სადაც ეშმაკთან გაიგივებული კაცი ჩადის, სიძუნწეში ჩაფლულან და გადაშენების პირზე არიან მისულნი. ახალგაზრდა ქალი მის პრიმი კი ბედნიერებას ეძებს. ერთი დაძაბული, მოვლენებით დატვირთული კვირის განმავლობაში წარმოუდგენელი მოვლენები განვითარდება დაბაში, სადაც ოქროს გულისთვის ყველა მზადაა სხვა გაწიროს.
მწერალს უცნაური და ერთობ საოცარი მიგნება აქვს დაბა ვისკოსის მცხოვრებთან მიმართებაში — დაბაში არც ერთი ბავშვი აღარ ცხოვრობს.