ვადი-ზიღენი

ვადი-ზიღენი — დეპრესია ლიბიაში. მდებარეობს ლიბიის უდაბნოში, კუფრის რაიონში, ტაზირბუდან აღმოსავლეთით დაახლოებით 180 კილომეტრში.[1] არის ხუთი ჭა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ბირ-ელ-ჰარასკი. ჭის ირგვლივ იზრდება პალმა. მუდმივი მოსახლეობა არ ჰყავს.[1]

  1. 1.0 1.1 Bertarelli (1929), p. 515.