ვალდივიის საერთაშორისო კინოფესტივალი | |
---|---|
ვალდივია | |
გახსნა | 5 ოქტომბერი |
დახურვა | 11 ოქტომბერი |
მდებარეობა | ვალდივია, ლოს-რიოსის რეგიონი, ჩილე |
დაარსდა | 1993 |
ჯილდოები | პუდუ |
ენა | ესპანური ენა |
საიტი | cinevina.cl |
ვალდივიის საერთაშორისო კინოფესტივალი (ესპ. Festival Internacional de Cine de Valdivia (FICV o FICVALDIVIA)) — ფილმების ჩვენება და შეჯიბრება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ჩილეს ქალაქ ვალდივიაში.
ფესტივალი 1993 წელს, ჩილეს აუსტრალ უნივერსიტეტის კინოთეატრ Cine Club-ის 30 წლის იუბილის აღსანიშნავად დაიწყო. ფესტივალი თავიდან ორიენტირებული იყო ეკოლოგიის თემატიკაზე, ამის მიხედვით შეირჩა მთავარი პრიზი — პუდუ (სამხრეთ ჩილეში მცხოვრები პატარა ზომის ირემი). 2001 წლიდან დაემატა სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსი და ღონისძიება იქცა ქვეყნის მთავარ კინომოვლენად.