ვანიკო თარხნიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
9 ოქტომბერი, 1981 თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
![]() |
პროფესია | მსახიობი, ტელეწამყვანი |
ივანე (ვანიკო) თარხნიშვილი (დ. 9 ოქტომბერი, 1981) — ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი. 2010 წლის 1 თებერვლიდან არის მსოფლიოში შოუ Got Talent-ის ქართული ანალოგის, „ნიჭიერის“ ერთ-ერთი წამყვანი. აგრეთვე ცნობილია ქართული კომედიური ჟანრის სერიალიდან „ჩვენი ოფისი“, სადაც ის „ლაშას“ როლში იყო. თამაშობდა მუსიკოს „ირაკლი ხურცილავას“ როლს რუსთავი 2-ის პოპულარულ ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“. არის თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. მიჰყავდა გასართობი ტელეგადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. ამჟამად მუშაობს მთავარ არხზე, სადაც მიჰყვავს გადაცემა მთავარი ბიჭები. [1]