ვანკარანის კულტურა - კულტურა, რომელიც არსებობდა თანამედროვე ბოლივიის ტერიტორიაზე, პოოპოს ტბის ჩრდილოეთით, ორუროს დეპარტამენტში, ზღვის დონიდან 4 000 მეტრზე, დაახლოებით ძვ.წ. 1 100 წლებში. კულტურამ ურბანული ცივილიზაციის დონეს ვერ მიაღწია.
ამ დროისათვის, ცნობილია ამ კულტურის 17 არქეოლოგიური ძეგლი, რომლებიც საცერემონიო ცენტრის ირგვლივ გაშენებულ პატარა სოფლებს წარმოადგენს. ვანკარანის დასახლებები მდებარეობდა გორაკზე, დიამეტრით 75 მეტრი იყო და მოიცავდა ასამდე პატარა სახლს. შენობათა უმრავლესობას ქვის საძირკველი და ალიზის კედლები ჰქონდა.
ვანკარანის კულტურა ფლობდა სპილენძის გამოდნობის ტექნოლოგიას, აწარმოებდნენ კერამიკას და ქვის სკულპტურებს, ასევე იყენებდა ობსიდიანს.